მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > ყმაწვილმა აღთქმა დადო, რომ სიკვდილამდე წყალსა და ღვინოს არ იგემებდა და სიტყვა შეასრულა

ყმაწვილმა აღთქმა დადო, რომ სიკვდილამდე წყალსა და ღვინოს არ იგემებდა და სიტყვა შეასრულა


5-11-2019, 22:08

ყმაწვილმა აღთქმა დადო, რომ სიკვდილამდე წყალსა და ღვინოს არ იგემებდა და სიტყვა შეასრულა

 

   აბბა იოანემ გვიამბო: „ერთხელ თებაიდაში აბბა აპოლონის მონასტერში მომიწია ყოფნა. იქ ერთი ახალგზარდა ძმა ვიხილე, რომელსაც ხორციელი მამაც ბერი ჰყავდა. ამ ყმაწვილმა აღთქმა დადო, რომ მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე არც წყალსა და ღვინოს, არც წყალნარევ ღვინოსა და არც არანაირ სასმელს არ იგემებდა. ის იკვებებოდა ცერცვით, ვარდკაჭაჭათი და ისეთი ბოსტნეულით, რომელიც შიმშილთან ერთად წყურვილსაც უკლავდა. მისი მორჩილება პურის ცხობა იყო. ასე განვლო სამმა წელმა. მოხდა ისე, რომ ყმაწვილი დასნეულდა და გარდაიცვალა. ის ავადმყოფობისას ცხელებამ შეიპყრო და საშინელი წყურვილი ტანჯავდა. ძმები ემუდარებოდნენ, რომ ცოტა წყალნარევი ღვინო ეხმია, თუმცა ამაოდ. მაშინ იღუმენმა ექიმს მოუხმო იმ იმედით, რომ ის რაიმე გზით გაწამებული ყმაწვილის დახმარებას შეძლებდა. როდესაც მკურნალმა სნეულის გაუსაძლისი მდგომარეობა იხილა, დიდხანს ემუდარა, რომ წყალნარევი ღვინო მიეღო, მაგრამ, როცა ვერაფრით დაიყოლია, წინამძღვარს უთხრა: „მომიტანეთ დიდი ვარცლი". ექიმმა ვარცლში ოთხი ვედრო თბილი წყალი ჩაასხა, შემდეგ კი ბრძანა, რომ სნეული თეძოებამდე ჩაესვათ შიგ და მთელი საათი დაეტოვებინათ. იღუმენმა გვიამბო (ის ყოველივეს თავად შეესწრო), რომ როდესაც სნეული წყლიდან ამოიყვანეს, ვარცლში წყალი ერთ ვედრომდეღა დარჩენილიყო... აი, ასე ცხოვრობდნენ დიდი მოღვაწეები, ამგვარად თრგუნავდნენ და აუძლურებდნენ საკუთარ სხეულს საუკუნო ცხოვრების დასამკვიდრებლად" (ამ ნაამბობში აღსანიშნავია ყმაწვილის სიმტკიცე აღთქმის აღსრულებაში, თუმცაღა თავად აღთქმა არ შეიძლება იყოს მისაბაძი).

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება