მთავარი > სხვადასხვა > რას ნიშნავს სახელმწიფოებრივი თავისუფლება?
რას ნიშნავს სახელმწიფოებრივი თავისუფლება?21-01-2015, 00:01 |
,,ვერანაირი მეცნიერება ვერ დააპურებს მათ, ვიდრე ისინი თავი-სუფალნი არიან, მაგრამ ბოლოსდა ბოლოს ისინი მოვლენ, ჩვენს ფერხთით დადებენ საკუთარ თავისუფლებას და გვეტყვიან: ”გვაქცი-ეთ მონებად, ოღონდ დაგვაპურეთ ჩვენ”.
(დოსტოევსკი. დიდი ინკვიზიტორი)
ხშირად ვსაუბრობთ ერის ბედნიერ მომავალზე სამშობლოს სიყვა-რულზე, თავისუფლებაზე და ა.შ. ადამიანებს სხვაგვარად ესმით სამშობლოს ცნება. უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართვე-ლოს კათოლიკოს-პატრიარქი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტ-როპოლიტი ილია ΙΙ შემდეგნაირად აყალიბებს სამშობლოს ცნებას: ”საერთოდ კი ძნელია გამოთქვა, ჩვენი გრძნობა სამშობლოსადმი. თუ ვიტყვით, რომ იგი გვიყვარს, - ეს არაფრის მთქმელი ფრაზაა. არც დედამიწის ულამაზეს გარკვეულ გეოგრაფიულ სივრცედ მისი აღქმა ნიშნავს რამეს. ჩვენ სისხლხორცეული ნაწილი ვართ ჩვენი მამულისა, იგი საუნჯეა ჩვენი. ჭირს გარჩევა, ჩვენ ვცხოვრობთ მასში, თუ ის სახლობს ჩვენს გულში. სამშობლო, ესაა ენა ქართული, ესაა სული ჩვენი დიდებული წინაპრებისა, ათასობით წმინდა მოწამისა, მეფეთა, კათოლიკოს-პატრიარქთა, ღირსა და ღმერთშემოსილთა მა-მათა და დედათა. ისაა ჩვენი უთვალავი ტაძრები და მონსატრები, ჩვენი სიწმინდეები, ხელოვნება, არქიტექტურა, მწერლობა, ესაა ჩვენი ხასიათი და აზროვნების წესი; ესაა ჩვენი წარსული, აწმყო და მომა-ვალი. სამშობლო ჩვენი დიდი იმედია. მისდამი გრძნობა იმდენად ამაღლებული და სათუთია, როგროც სიყვარული ღვთისადმი”.1 სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში საპირისპირო ფასეულობების დამკ-ვიდრებას უწყობენ ხელს. ეს იდეოლოგია არის კოსმოპოლიტიზმი, იგი უარყოფს ეროვნულ თვითმყოფადობასა და სუვერენიტეტს, ქად-აგებს სამშობლოსა და ეროვნული ღირებულებებისადმი გულგრი-ლობას, მხოლოდ დემოკრატიულ, ფასადურ მნიშვნელობას ანიჭებს მას და ”მსოფლიო მოქალაქეობის” დაწესების იდეასაც იწონებს. დღევანდელი მსოფლიოს ძირითადი პრიორიტეტი მხოლოდ მატე-რიალური სიუხვისა და ტექნიკური პროგრესის განვითარება გახ-ლავთ. არაა შემთვევითი, რომ თანამედროვე ეკონომიკური სისტე-მისადმი წაყენებული უმთავრესი მოთხოვნა ამ ”სიკეთებით” საზოგა-დოების უზრუნველყოფაა; აქ არ არის სულიერების, ნაციონალური ინტერესების ადგილი. ერების რელიგიებისა და კულტურების ”მო-ზაიკაში”, რომელსაც დღეს გვთავაზობენ, სულ უფრო რთულდება და მკაცრდება თვითშენარჩუნება და თვითორიენტაცია. არქიმანდრიტი ემანუელ (კალიკა) წერს: „კარგი იქნება მცირე იმ-ედი მაინც არსებობდეს იმისა, რომ ვინმე იზრუნებს თითოეული ადამიანისა და სახელმწიფოს თავისუფალ, გააზრებულ გაერთია-ნებაზე. მთავრობები ხომ ვალდებულნი არიან იზრუნონ ყოველი ადამიანის, ყოველი ერის უნიკალური ნიშანთვისებებისა და თავისე-ბურებების შენარჩუნებისათვის პირობების შესაქმნელად. ნაცვლად ამისა, ვხედავთ მხოლოდ გათანაბრებისა და შეზღუდვის მიწყივ მზარდ ტენდენციას „ერებს ეძლევათ მითითებები რაღაც „აუცილებელი" პოლიტიკის შესახებ. ისინი ექვემდებარებიან მუდ-მივ კონტროლს და იღებენ უკვე მზა გადაწყვეტილებას, ადამიანს თანდათან ავიწროებენ და ამწყვდევენ ტოტალიტარულ ზესახელმ-წიფოში. პიროვნების მნიშვნელობა უგულებელყოფილია. ნაცვლად ამისა, ყალიბდება ჯოგის კანონზე ორიენტირებული ეგოცენტრულ ადამი-ანთა მასა".2 დემოკრატიული პრინციპების თანახმად, ცივილიზაციის საფუძვე-ლი ხალხის ძალაუფლებაა. ყველა ხელისუფლება ხალხისაგან გა-მოდის და მისთვის და ნაციისათვის არსებობს. ე.ი. ხელისუფლება ხალხის შეკვეთებს ასრულებს. იმდენად, თუ ხელისუფლება არ გამოხატავს ხალხის ნებას, ხალხი რეაგირებს, ხოლო ხელისუფლება ყურადღებით ეპყრობა ამ რეაქციას. უდავოა, დღეს სრულიად უგულებელყოფილია ხალხის ნება. ხელ-ისუფლება იმას აკეთებს, რაც მოესურვება როლების და ცნებებს აღრევით ხალხი ბატონიდან სრულიად უცხო ხელისუფლების მო-რჩილ მონად აქციეს. ე.ი. თანდათანობით ხელისუფლების საზღ-ვარგარეთ გადატანას ეწყობა ხელი. „უბედურება ისაა, - ამბობს წმ. ნიკოლოზი (ველიმიროვიჩი), - რომ ერის ბედნიერება და მომავალი საგარეო საქმეთა სამინისტროს მი-ვანდეთ. განვაგდოთ უღირსი წარმოდგენები, რომ ჩვენ გაგვათავისუფლებს და გაგვაძლიერებს ერთი ადამიანი. უნდა ყველამ საკუთარი თავი გავათავისუფლოთ და როდესაც ყველანი თავისუფალნი და ძლი-ერნი ვიქნებით, ჩვენი სამშობლოც ძლიერი იქნება. გარეგანი თავი-სუფლება არ ფასობს შინაგანის გარეშე, ისევე, როგორც გარეგნული ძალა არაფერია შინაგანის გარეშე... ერთი სიტყვით, მთელი ყურადღება შინაგან ცხოვრებაზე გადავი-ტანოთ. ამიტომ თვითოუეული ჩვენთაგანი უნდა გახდეს საკუთარი თავის შინაგან საქმეთა მინისტრი”.3 ჩვენ გამუდმებით გვიკიჟინებენ. ევროპაში ინტეგრაცია ნატოსა თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გაერთიანებას. ბუნებრივად ისმის კითხვა: რის ფასად დაგვიჯდება ეს?!. დედაეკლესია ყველაზე მეტად ესწრაფვის ყველა ჩვენთაგანის გაე-რთიანებისაკენ, ოღონდ არ სურს ადამიანის დამოუკიდებლობის, ტრადიციის და კულტურის ხელყოფა. მაცხოვარი ჩვენი იესუ ქრისტე თავის ლოცვაში ბრძანებს: „და არა ამათთვის ხოლო გკითხავ, არამედ ყოველთათვის, რომელთა ჰრწმე-ნეს სიტყვათა მათითა ჩემდა მომართ, რათა ყოველნი ერთ-იყვნენ" (იოან. 17.20). ე.ი ერთობის პირობა ჭეშმარიტების, მაცხოვრის სიტყ-ვების დაცვაში მდგომარეობს. პავლე მოციქულიც აცხადებს, რომ სწადია ყველამ მიაღწიოს ისეთ ერთობას, სადაც: ,,არა არს ურიაება, არცა წარმართება, არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ-ხართ ქრისტე იესოს მიერ. (გალ.3.28). ჩვენი წმ. ეკლესია მრავალი საუკუნის განმავლობაში ლოცულობს მსოფლიო მშვიდობისა და ერთიანობისათვის. მაგრამ არ ზღუდავს თავისუფალი არჩევანის უფლებას; არ უგულებელყოფს ნაციონა-ლურ-კულტურულ ფასეულობებს, არავის ართმევს თავისუფლებას. შეიძლება მავანმა ახლა იფიქროს, რომ ჩვენ ვამეტებთ ჩვენს უფლ-ებამოსილებას და პოლიტიკურ საკითხებში ვიჭრებით. გვაქვს კი უფლება ეკლესიის თავისუფლებასთან ერთად რაიმე ვთქვათ ეროვ-ნული თავისუფლების შესახებაც? წმ. ამბროსი აღმასრებელი ამ კითხვაზე შემდეგს პასუხობს: „ჩემი რწმენით: ამის უფლებას ჩვენ გვაძლევს ქრისტიანული სწავ-ლა-მოძღვრება. ის გვეუბნება, რომ კაცი: ღვთისაგან თავის სახედ და მსგავსადაა შექმნილი. ღვთის სახება და მსგავსება აღბეჭდილია მის სულიერ თვისებებში, რომელთა შორის უმთავრესი თვისებაა თავი-სუფლება. პავლე მოციქული გვეუბნება, რომ ჩვენ წოდებულ ვართ თავისუფლებისათვის. ქრისტემ მოგვანიჭა ეს თავისუფლება და მტკიცედ უნდა შევინახოთ იგი. ერთხელ განთავისუფლებულმა არ უნდა დავიდგათ ისევ მონობის უღელი. (გალ.5.1). გვეტყვიან, რომ მოციქული ამბობს ინდივიდუალურ და სარწმუნ-ოებრივ თავისუფლებაზე და ხალხის თავისუფლებას არ ეხებაო. მაგრამ ვინც ჩაუკვირდება მოციქულის სიტყვებს, დარწმუნდება, რომ ის გულისხმობს ინდივიდების ერთიანობის ერებს და მათ ამქვე-ყნიურ ურთიერთობას. ამას მოციქული ცხადად გვიმარტავს, როდე-საც გვეუბნება, რომ თავისუფლება უნდა გვქონდეს არა საფარველად უკეთურებისა". (1 პეტ. 2.16). არა მიზეზად ხორცთა”, არამედ ძმათა სიყვარულისათვის, ხოლო უკეთუ „ურთიერთარს იკბინებოდეთ და შეიჭამებოდით იხილეთ ნუუკუე ურთიერთარს განიდიდეთ", ამბობს იგი. (გალ. 5.13-15 ). ე.ი თუ ერთმანეთში უთანხმოება და ბრძოლა გექნებათ, ვაი თუ ამოწყდეთო. ცხადია აქ ნათქვამია ადამიანების კრებულთა და ხახლთა შორის ურთიერთობაზე. ამის გამო თუ მე ჩემს წერილში შევეხე ერის თავისუფლების საკითხს, ამის უფლებას მაძლევდა საღმრთო წერილი და ჩვენ, სასულიერო პირნი ამ მოვა-ლეობის აღსრულებას გვერდს ვერ ავუხვევთ".4 ამრიგად, მართლმადიდებელი ეკლესია, თავისი კაცთმოყვარეობ-ით ზრუნავს ადამიანის პიროვნულ თავისუფლებასა და ცხონებაზე, რომლის გარეშე ადამიანი ვერ გაეკლესიურდება, ვერ ცხონდება. სწორედ ამის გამო ნაციონალურ ბრძოლას თავისუფლებისათვის ყო-ველთვის ეკლესია მეთაურობდა.
1სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს ქა-დაგებები.
2Електронное жало Антихриста. Арх. Емануил (Калива). გვ. 97. 1998 წ. 3ჩვენი ერის ბედნიერი მომავალი. წმ. ნიკოლოზ (ველიმიროვიჩი). გაზ. ”ხარება”. N6(36). 2003 წ.
4კათოლიკოსი ამბროსი (ხელაია). თბილისი 1994 წ. გვ. 50-51.
მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ
უკან დაბრუნება |