მთავარი > საცდურები, სინანული, მთავარი გვედის ფოტო > პრესვიტერი, რომელიც ცოდვით დაცემულ ძმებს მკაცრად მოექცა, აბბა პიმენმა საკუთარი ცოდვების შეხსენებით გამოაფხიზლა
პრესვიტერი, რომელიც ცოდვით დაცემულ ძმებს მკაცრად მოექცა, აბბა პიმენმა საკუთარი ცოდვების შეხსენებით გამოაფხიზლა1-11-2019, 21:52 |
ერთხელ პელუსიოტელმა პრესვიტერმა, შეიტყო რა, რომ ძმათაგან ზოგიერთი ხშირად სტუმრობდა ქალაქს და იქ უპატიოდ იქცეოდა, მოიწვია კრება და მათ სამონაზვნო სამოსელი გახადა. თუმცაღა ამის შემდეგ გული დაუმძიმდა და თავისი საქციელის გამო სინანულმა შეიპყრო. მშფოთვარე გულისთქმებით შეწუხებული ხუცესი, დასჯილი ძმების ლევიტონებით (სამოსი) ხელში, აბბა პიმენს ესტუმრა და მომხდარის შესახებ უამბო. ბერი ჩაეკითხა: „შენშიც ხომ არ შემორჩა რაიმე ძველი კაციდან? სრულიად განეშორე მას?" „ვფიქრობ, რომ ჩემში ჯერ კიდევ ცოცხლობს ძველი კაცი", - უპასუხა პრესვიტერმა. მაშინ ბერმა განუცხადა: „ხომ ხედავ, შენც ისეთივე ხარ, როგორებიც ძმები! თუკი მცირეოდენი მაინც შემოგრჩა ძველიდან, ცოდვის თანაზიარი ხარ!" სკიტში დაბრუნებულმა პრესვიტერმა დასჯილ ძმებს უხმო, მათგან შენდობა ითხოვა (ისინი თერთმეტნი იყვნენ), მონაზვნის სამოსით კვლავ შემოსა და მშვიდობით გაისტუმრა.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |