მთავარი > სიკვდილი, სინანული, მთავარი გვედის ფოტო > მონანული თავადის სიკვდილისშემდგომი ხვედრი

მონანული თავადის სიკვდილისშემდგომი ხვედრი


31-10-2019, 21:02

მონანული თავადის სიკვდილისშემდგომი ხვედრი

 

   ერთხელ ღირსი პაფნუტი ბოროველი ეკლესიის კარიბჭესთან იჯდა და თვლემდა. უეცრად მას ეჩვენა, რომ მონასტრის ჭიშკარი გაიხსნა და ეკლესიისკენ სანთლებით ხელში მომავალი უამრავი ადამიანი გამოჩნდა, მათ შორის იყო თავადი გიორგი ვასილის ძეც. მან ჯერ ტაძრის წინ მოიხადა ქედი, შემდეგ კი ნეტარ მამას სცა თაყვანი. პაფნუტიც შესაბამისად მიესალმა და ჰკითხა: „შვილო ჩემო, შენ უკვე წარსდექი უფალთან?" „ასეა, მამაო!" - უპასუხა გიორგიმ. „მერე, როგორ გრძნობ იქ თავს?" - ისევ ჩაეკითხა წმინდანი. „შენი წმინდა ლოცვის მეოხებით მადლი მოიღო ჩემზე უფალმა, ალბათ, იმის გამო, რომ აგარიანელთა წინააღმდეგ საომრად წასვლის წინ შენ წინაშე გულწრფელად მოვინანიე". როცა მნათემ ზარების რეკვა დაიწყო, ნეტარი მამა სასწაულებრივი ხილვიდან გამოფხიზლდა და ღმერთს დიდება შესწირა. ღვთისმოშიში თავადი გიორგი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე არ დაოჯახებულა, ხშირად აბარებდა აღსარებას წმინდა პაფნუტის და ამის შესახებ ახლობლებთან ამბობდა: „როცა ბერთან აღსარების ჩასაბარებლად მივდივარ, ყოველ ჯერზე შიშისაგან მუხლები მეკვეთება".

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

 

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"

 


უკან დაბრუნება