მთავარი > ჭეშმარიტი სასწაულები, მთავარი გვედის ფოტო > სნეული დიდებული გულწრფელი აღსარების შემდეგ გამოჯანმრთელდა

სნეული დიდებული გულწრფელი აღსარების შემდეგ გამოჯანმრთელდა


30-10-2019, 00:02

სნეული დიდებული გულწრფელი აღსარების შემდეგ გამოჯანმრთელდა

 

   როდესაც იოანე ოქროპირის წმინდა ნაწილები კომანიდან (მდებარეობს სოხუმის მახლობლად) კონსტანტინოპოლში გადმოასვენეს, ისინი წმინდა მოციქულთა ტაძარში დააბრძანეს. ამის შემდეგ ტაძარში მონებმა სნეული დიდებული მოიყვანეს და დიდი წმინდანის წმიდა ნაწილებთან ახლოს დააწვინეს. მაშინ მან გაიხსენა ყველა თავისი ცოდვა და იწყო მოთქმა: „ვაიმე, შეჩვენებულსა და მოუნანიებელს, რა გზითაც მივდივარ, იქიდან ხომ აღარ დავბრუნდები? როგორ გადავიტან მარადიულ სატანჯველებსა და ღვთის მკაცრ სამსჯავროს?" ამ სიტყვების შემდეგ სნეულმა დიდებულმა მაღლა აიხედა და იესო ქრისტეს ხატი დაინახა. ახლა მან ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „მეუფეო! არ ძალმიძს ადამიანის ხელით დაწერილი შენი ხატების შეხედვაც კი, ვძრწივარ და ვცახცახებ, და რა მოხდება მაშინ, როდესაც მე, ცოდვილი, თვით შენ წინაშე - საშინელი მსაჯულის წინაშე - წარვდგები, როცა კვლავ გამოჩნდები ყოველთა განსასჯელად. მომიტევე უფალო, რამეთუ შევცოდე და არ აღვასრულე შენი მცნებები". ამავდროულად, შეძრულმა და სინანულით აღვსილმა დიდებულმა უფლის ხატის წინ თავისი ცოდვების აღიარება დაიწყო. როცა სნეულმა აღსარება დაასრულა, უცაბედად ერთი მივიწყებული ცოდვა გაახსენდა და შესძახა: „ჩემო მეუფევ! კიდევ ერთი ცოდვა მაქვს, მაგრამ ვერ ვბედავ გამოვთქვა, კაცთმოყვარევ და მოწყალევ". ამ დროს ზეციდან ხმა გაისმა: „მოგეტევა შენი ცოდვები!" ამის შემდეგ დიდებული სრულიად ჯანმრთელი წამოდგა თავისი სარეცელიდან და ხმამაღლა იწყო სამადლობელის აღვლენა უფლისათვის, რომელსაც არ სურს არცერთი ცოდვილის სიკვდილი, არამედ - მათი ჭეშმარიტ გზაზე მოქცევა და საუკუნო ცხოვრება. დიდებულმა კიდევ ერთხელ სცა თაყვანი უფალს ხატის წინაშე, შემდეგ მუხლი მოიყარა იოანე ოქროპირის წმინდა ნაწილებთან და სახლში დაბრუნებულმა სიცოცხლის დარჩენილი წლები უმანკოებასა და უბიწოებაში გაატარა.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)



უკან დაბრუნება