მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ძმამ ნაჩუქარი ძვირფასი საათი პატრონს დაუბრუნა, რადგან მყუდროებას ურღვევდა
ძმამ ნაჩუქარი ძვირფასი საათი პატრონს დაუბრუნა, რადგან მყუდროებას ურღვევდა29-10-2019, 00:04 |
ერთმა მემამულემ, ოპტინის უდაბნოში ყოფნისას, აბბა პალადის ძვირფასი ჯიბის საათი უსაჩუქრა. ბერმა საჩუქარი მიიღო, თუმცა საღამოს მისმა წიკწიკმა მყუდროება დაურღვია და დაძინება ვეღარ მოახერხა. მაშინ საათი ნაჭერში გაახვია, თავზე ქოთანი წამოამხო და ისე დაიძინა. „წავედი წირვაზე, - ყვებოდა მამა პალადი, - მაგრამ დამტანჯა ფიქრებმა, რომ არავის მოეპარა. მაშინ მაცხოვრის სიტყვები გამახსენდა: „სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი" (მათ. 6, 21), სასწრაფოდ წავუღე საათი ჩემს კეთილისმყოფელს და განვუცხადე: გეთაყვა, აიღე უკან შენი საჩუქარი, რადგან ის ჩემს მყუდროებას არღვევს".
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი" უკან დაბრუნება |