მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > აბბა გელასი მონასტრის მეურნეობით - ყანებითა და საქონლით იყო დაკავებული, თუმცა გონებით მას არასოდეს ეჯაჭვებოდა

აბბა გელასი მონასტრის მეურნეობით - ყანებითა და საქონლით იყო დაკავებული, თუმცა გონებით მას არასოდეს ეჯაჭვებოდა


26-10-2019, 00:02

აბბა გელასი მონასტრის მეურნეობით - ყანებითა და საქონლით იყო დაკავებული, თუმცა გონებით მას არასოდეს ეჯაჭვებოდა

 

   აბბა გელასის შესახებ გვაიმბობდნენ, რომ ახალგაზრდობაში ის უდაბნოში ცხოვრობდა, სადაც ყოველთვის გაურბოდა მომხვეჭელობას და ინარჩუნებდა უპოვარობას. იმ ხანად იმ მიდამოებში მის მსგავსად ბევრი ცხოვრობდა. მათ შორის იყო ერთი განსაკუთრებული სიწმინდის მქონე ბერი, რომელიც უზომოდ უპოვარი და უანგარო იყო. მან სიკვდილამდე ერთ განმარტოებულ სენაკში იცხოვრა, მოხუცებულობის ასაკში კი მოწაფეები გაიჩინა. ბერს არასდროს ჰქონია ორი ქიტონი და არასოდეს ზრუნავდა ხვალინდელი დღისთვის. როდესაც აბბა გელასიმ ღვთიური შთაგონებით კინობიური (საერთო საცხოვრებლის ტიპის) მონასტერი შექმნა, საჭიროებებისათვის ყანები და მუშა საქონელიც შეიძინა. როდესაც ბერმა, რომელსაც აბბა გულწრფელად უყვარდა, ის მიწათმოქმედების საქმეებში ჩართული იხილა, უთხრა: „აბბა, შეეშვი, რათა შენი გონება ყანებსა და მონასტრის დანარჩენ ქონებას არ მიეჯაჭვოს". წმინდა მამამ მიუგო: „შენი გონება უფრო მიეჯაჭვება თოკებს, რომლებსაც ამზადებ, ვიდრე გელასის გონება - მომხვეჭველობას".

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"



უკან დაბრუნება