მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > პრესვიტერმა დოროთემ ბოძებული ხუთასი ოქროდან მხოლოდ სამი მონეტა აიღო, დანარჩენი კი სხვას გაუგზავნა, რომელიც უკეთ განკარგავდა მას

პრესვიტერმა დოროთემ ბოძებული ხუთასი ოქროდან მხოლოდ სამი მონეტა აიღო, დანარჩენი კი სხვას გაუგზავნა, რომელიც უკეთ განკარგავდა მას


23-10-2019, 23:13

პრესვიტერმა დოროთემ ბოძებული ხუთასი ოქროდან მხოლოდ სამი მონეტა აიღო, დანარჩენი კი სხვას გაუგზავნა, რომელიც უკეთ განკარგავდა მას

 

   ერთხელ უმცროსმა მელანიამ, ღირსი მელანიას შვილიშვილმა, პრესვიტერ დოროთეს - უვერცხლო ბერს - ხუთასი ოქრო გაუგზავნა და იქაური საძმოსათვის მისი განაწილება სთხოვა. დოროთემ ბოძებულს მხოლოდ სამი ოქრო მოაკლო, დანარჩენი კი მრავლისმცოდნე მოღვაწეს, განდეგილ დიოკლეს გაუგზავნა. „ძმა დიოკლე ჩემზე გონივრულად და სასარგებლოდ განკარგავს ყოველივე ამას, რამეთუ ჩემზე ჭკვიანია და ჩემზე უკეთაც უწყის ვის მეტად ესაჭიროება დახმარება. მე კი ისიც მეყოფა, რაც დავიტოვე." - განაცხადა ბერმა.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება