მთავარი > წმიდათა ცხოვრება, უპოვარება, მთავარი გვედის ფოტო > ბერი ევპრენი თავად მიეხმარა ქურდებს თავისი ნივთების სენაკიდან გამოზიდვაში

ბერი ევპრენი თავად მიეხმარა ქურდებს თავისი ნივთების სენაკიდან გამოზიდვაში


21-10-2019, 22:12

 

   ერთხელ მოხდა ისე, რომ აბბა ევპრენის ქურდავდნენ. მან თავად გამოაზიდინა ქურდებს ყოველივე, რაც კი რამ გააჩნდა. მძარცველებმა ბერის ნივთები წაიღეს და წავიდნენ. სენაკში მხოლოდ მისი კვერთხიღა დარჩა. ევპრენი ქურდებს დაედევნა, დაეწია და კვერთხი გაუწოდა, თუმცა მათ მისი გამორთმევისა შეეშინდათ, რადგან ეჭვობდნენ, რომ ბერს მათ წინააღმდეგ რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული. მაშინ აბბამ გამვლელი ადამიანები შეაჩერა და შეევედრა, რომ მისთვის კვერთხი გამოერთმიათ და ქურდებისთვის გადაეცათ.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება