მთავარი > წმიდათა ცხოვრება, უპოვარება, მთავარი გვედის ფოტო > მოწყალების სათხოვნელად მისული გლახა ბერის უანგარობამ და უპოვარებამ შეძრა და რაც კი რამ გააჩნდა, ყველაფერი მას დაუტოვა

მოწყალების სათხოვნელად მისული გლახა ბერის უანგარობამ და უპოვარებამ შეძრა და რაც კი რამ გააჩნდა, ყველაფერი მას დაუტოვა


21-05-2020, 20:22

 

 

   „კოშკების" ლავრაში ერთი ბერი მოღვაწეობდა, რომელიც თავისი უპოვარებით ყველასაგან გამოირჩეოდა. ამავდროულად, მას ძალიან უყვარდა მოწყალების გაცემაც. ერთხელ მის სენაკს მოწყალების სათხოვნელად ერთი გლახაკი მიადგა. ბერს პურის მეტი არაფერი გააჩნდა და არც კი დაფიქრებულა, ისე მიაწოდა მთხოვნელს, მაგრამ მან იუარა და განუცხადა: „პური არ მჭირდება, ტანისამოსი მომეცი". უანგარო და მოწყალე ბერმა გლახაკს ხელი ჩაჰკიდა და თავის სენაკში შეიყვანა, რადგან სურდა, რომ მისთვის ეამებინა. სტუმარმა იქაურობას თვალი მოავლო და ვერაფერი დაინახა იმის გარდა, რაც ბერს ტანზე ემოსა. ბერის სიწმინდით შეძრულმა გლახამ მაშინვე გახსნა თავისი ფუთა, იქიდან ყველაფერი ამოალაგა, სენაკის შუაგულში დააწყო და ბერს განუცხადა: „კეთილო ბერო, ესენი დაიტოვე, მე კი სხვაგან მოვიპოვებ რაც მჭირდება".

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება