მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > ეგვიპტელებმა - ხეიბარმა, ქვრივმა და მისმა ქალიშვილმა - ბერძნებისაგან მოწყალება არ მიიღეს, რამეთუ თავიანთ მარჩენლად უფალს მიიჩნევდნენ
ეგვიპტელებმა - ხეიბარმა, ქვრივმა და მისმა ქალიშვილმა - ბერძნებისაგან მოწყალება არ მიიღეს, რამეთუ თავიანთ მარჩენლად უფალს მიიჩნევდნენ19-10-2020, 00:02 |
ერთხელ ქალაქ ოსტრაცინში მოწყალების გასაცემად ბერძნები ჩავიდნენ. მათ მეგზურები გაიყოლეს, რათა ადვილად მოეძებნათ ისინი, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებდა დახმარებას. თავდაპირველად ერთ გლახაკ ხეიბარს მიადგნენ, თუმცა მან მოწყალების მიღება არ ისურვა და ბერძნებს განუცხადა: „აი, მე ვშრომობ და პურსაც ჩემი შრომით ვშოულობ". შემდეგ მათ ერთი ქვრივის ქოხის კარზე დააკაკუნეს. სტუმრებს კარი ქვრივის ქალიშვილმა გაუღო, რადგან დედა სამუშაოდ წასულიყო (ის მკერავი იყო). ბერძნებმა გოგონას ფული და ტანისამოსი შეაძლიეს, მაგრამ მან იუარა და განუცხადა: „როდესაც დედაჩემი წავიდა, დამიბარა: მშვიდად იყავი, უფალმა ინება და სამსახური გამომიჩნდა, - ახლა უკვე საკუთარ პურს ვჭამთ". ამასობაში ქვრივი დაბრუნდა და ბერძნები მასაც შეევედრნენ, რომ მათგან მოწყალება მიეღო. ქვრივმაც ქალიშვილის მსგავსად იუარა და მკაცრად მიუგო: „ჩემი მფარველი ჩემი უფალია და თქვენ გსურთ, რომ ის წამართვათ!" როდესაც ბერძნებმა ქალის ასეთი რწმენა იხილეს, ღმერთი ადიდეს.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |