მთავარი > წმიდათა ცხოვრება, უპოვარება, მთავარი გვედის ფოტო > უპოვარება წიგნების შეგროვებას აღემატება

უპოვარება წიგნების შეგროვებას აღემატება


16-10-2019, 21:21

უპოვარება წიგნების შეგროვებას აღემატება

 

   აბბა თეოდორე თერმიელს სამი კარგი წიგნი ჰქონდა. ბერი აბბა მაკარისთან მივიდა და განუცხადა: „აი, მე სამი კარგი წიგნი მაქვს და მათგან დიდ სარგებელს ვიღებ. ძმებიც ხშირად კითხულობენ და მათთვისაც დიდი სიკეთე მოაქვს. მითხარი რა სჯობს, წიგნები ჩემი და ძმების სარგებლისთვის დავიტოვო თუ გავყიდო და აღებული ფული გლახაკებს გავუნაწილო?" „პირველი კარგია, თუმცა უპოვარება ყველაფერზე უკეთესია." - მიუგო ბერმა. თეოდორემ, მოისმინა რა ასეთი პასუხი, დაუფიქრებლად გაყიდა წიგნები და ფული გაჭირვებულებს დაურიგა.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება