მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > სკიტის ძმათაგან არცერთმა არ მოჰკიდა ხელი დიდებულის მიერ ნაწყალობევ ოქროს მონეტებს

სკიტის ძმათაგან არცერთმა არ მოჰკიდა ხელი დიდებულის მიერ ნაწყალობევ ოქროს მონეტებს


15-10-2019, 23:32

სკიტის ძმათაგან არცერთმა არ მოჰკიდა ხელი დიდებულის მიერ ნაწყალობევ ოქროს მონეტებს

 

   ერთხელ სკიტს ერთი უცნობი დიდებული ეწვია. მან თან უამრავი ოქრო მიიტანა და წინამძღვარს სთხოვა, რომ ძმებისთვის გაენაწილებინა. „ძმებს ეგ არ სჭირდებათ," - მიუგო დიდებულს პრესვიტერმა. თუმცაღა, რადგან სტუმარი ძალიან მნიშვნელოვანი კაცი ბრძანდებოდა და შეუპოვრად ითხოვდა თავისი სურვილის შესრულებას, წინამძღვარმა მას შესთავაზა, რომ ტაძრის შესასვლელში ოქროს მონეტებით სავსე ყუთი დაედგა, ხოლო ძმებს განუცხადა, რომ აეღოთ, ვისაც რამდენი სჭირდებოდა. ძმათაგან არცერთი არ შეხებია მონეტებს, უფრო მეტიც, მისკენ არც კი გაუხედავთ. მაშინ ბერმა დიდებულს უთხრა: „უფალმა შენი შესაწირი მიიღო, ახლა კი წადი და ეგ ფული გლახაკებს დაურიგე". დიდებული სკიტიდან დამშვიდებული წამოვიდა, რადგანაც მისმა სულმა უსაზღვრო სარგებელი მიიღო.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება