მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > აბბა არსენმა მისთვის დატოვებულ დიდძალ მემკვიდრეობაზე უარი განაცხადა
აბბა არსენმა მისთვის დატოვებულ დიდძალ მემკვიდრეობაზე უარი განაცხადა11-09-2020, 16:55 |
აბბა დანიელი აბბა არსენის შესახებ გვიამბობდა: ერთხელ მას ერთი მოხელე ესტუმრა და აბბას მისი ნათესავი სენატორის ანდერძი გადასცა, რომლითაც გარდაცვლილი მთელ თავის დიდძალ მემკვიდრეობას ბერს უტოვებდა. აბბა არსენმა ანდერძს ხელი მოავლო და მისი დახევა დააპირა, მაგრამ ჩინოვნიკი ფეხებში ჩაუვარდა და შეევედრა: „გემუდარები, ნუ დახევ, თორემ ამის გამო ტყავს გამაძრობენ". მაშინ ბერმა განუცხადა: „ის მხოლოდ ახლა აღესრულა, მე კი მასზე ადრე გარდავიცვალე" და ანდერძი უკან გაგზავნა ისე, რომ არაფერი მიუღია.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |