მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ტაძრის დარაჯმა იხილა, რომ ამავე ტაძარში დაკრძალული მონაზონი დედა, რომელმაც ღირსეულად იცხოვრა, მაგრამ ენით თავშეუკავებელი იყო, სანახევროდ ცეცხლში იწვოდა

ტაძრის დარაჯმა იხილა, რომ ამავე ტაძარში დაკრძალული მონაზონი დედა, რომელმაც ღირსეულად იცხოვრა, მაგრამ ენით თავშეუკავებელი იყო, სანახევროდ ცეცხლში იწვოდა


5-10-2019, 00:08

 

   იყო ერთი მონაზონი დედა, რომელიც ღირსეულ ცხოვრებას ეწეოდა, მაგრამ ის ხშირად ეძლეოდა ამაოდმეტყველებას და ენით ძალზედ თავშეუკავებელი იყო. მონაზონი გარდაცვალების შემდეგ ტაძარში დაკრძალეს. და რა მოხდა? მისი დასაფლავების პირველივე ღამეს, ეკლესიის დარაჯმა, ღვთის განგებულებით, იხილა, რომ ახლადშესვენებული დედა წმინდა ტრაპეზის წინ ეგდო, მას ნახევარი სხეული დამწვარი ჰქონდა, მის მეორე ნახევარს კი ცეცხლი არ მიკარებოდა. დილით დარაჯმა ყველას აჩვენა ის ადგილი, სადაც ცეცხლში დამწვარი მონაზონი იხილა. მათდა გასაოცრად, იმ ადგილას მარმარილო ამომწვარი აღმოჩნდა. ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ ვისაც ცოდვები სრულად არ მიეტევება, ვერც წმინდა ადგილებიდან მიიღებს შეწევნას და ვერც ღვთის სამსჯავროს გაექცევა. ამ ყველაფრიდან ნათელია, რომ მიცვალებული მონაზონი საიქიოში თავისი ენის გამო განისაჯა. ამიტომ ამაოდმეტყველნი არ უნდა ფიქრობდნენ, რომ სიტყვები წყალივით ჩაივლიან და იმქვეყნად ფუჭსიტყვაობისა და ამაოდმეტყველებისთვის არ განისჯებიან.

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"



უკან დაბრუნება