მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ბერმა, რომელიც აბბა ანტონი დიდთან მიმავალ მონაზვნებს დაემგზავრა, მათი მრავალსიტყვაობა არ მოიწონა
ბერმა, რომელიც აბბა ანტონი დიდთან მიმავალ მონაზვნებს დაემგზავრა, მათი მრავალსიტყვაობა არ მოიწონა10-10-2019, 18:41 |
ერთხელ სავანის რამდენიმე ძმა აბბა ანტონისთან გაემგზავრა. როდესაც გემზე ავიდნენ, რათა წმინდა მამისკენ გაეცურათ, იქ ერთი ბერი იხილეს, რომელიც იმავე მხარეს მიემგზავრებოდა და რომელსაც ისინი უწინ არ იცნობდნენ. მგზავრობისას მონაზვნებმა ერთმანეთში მამათა გამიონათქვამებისა და წმინდა წერილის შესახებ საუბარი წამოიწყეს. ბერი მთელი გზა დუმდა. ძმებმა მხოლოდ ნაპირზე გადმოსვლისას შეიტყვეს, რომ უცნობი ბერიც აბბა ანტონისთან მიდიოდა. როდესაც წმინდა მამასთან მივიდნენ, მან მონაზვნებს განუცხადა: „კეთილი თანამგზავრი გიპოვნიათ ამ ბერის სახით", ხოლო ბერს უთხრა: „შენც კეთილი ძმები დაგემგზავრნენ, აბბა". „ისინი კარგები არიან, - მიუგო წმინდანს ბერმა, - მაგრამ მათ ეზოს ჭიშკარი არ აქვს. ბაგაში შედის ყველა, ვინც კი მოისურვებს და სახედარს უშვებს". ეს თქვა მან იმის ნიშნად, რომ ძმები საუბრობდნენ ყველაფრის შესახებ, რაც კი თავში მოუვიდოდათ.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |