მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > თავისუფლება თუ აღვირახსნილობა

თავისუფლება თუ აღვირახსნილობა


25-01-2015, 00:01

  

თავისუფლება თუ აღვირახსნილობა

 

 

 დემოკრატიულ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც ბევრს საუბრობენ ადამიანის თავისუფლების შესახებ. იგუ-ლისხმება სინდისის, რელიგიის, საკუთარი მრწამსისა და შე-ხედულებების აღიარების და ა.შ. თავისუფლება. სინამდვი-ლეში ამ საუბრის მიღმა ზნეობრივი და სულიერი, ტრადი-ციული ნორმებისა და პასუხისმგებლობისაგან გათავისუფ-ლების სურვილი იმალება.

   ჯერ კიდევ ანტიკური დროის ფილოსოფოსები მიიჩნევდ-ნენ, რომ თავისუფლება ნიშნავს იცხოვრო ისე, როგორც გსურს. ამგვარი თავისუფალი აზროვნების შედეგად გამოჩე-ნილი ფილოსოფოსები - სოკრატე, არისტოტელე, ციცერონი და სხვები უარყოფდნენ ღმერთის არსეობას. ისინი თავისუ-ფლებას ღვთის შიშისაგან გათავისუფლებაში ხედავდნენ.

 პლუტარქე თავის ტრაქტატში „ცრურწმენებზე" ამბობს: „ათეიზმს მიჰყავს ადამიანები უდარდელი ცხოვრებისაკენ, ვინაიდან ღმრთის უარმყოფელთა მიზანი იმაში მდგომა-რეობს, რომ განთავისუფლდნენ მისი (ღმერთის) შიშისაგან".[1]

   ძველი დროის ჰუმანისტი ფილოსოფოსები უარყოფდნენ, არ ცნობდნენ ცოდვას და რომ გაემართლებინათ იგი, ბედის ცნება შემოიღეს. თითქოსდა მასზეა დამოკიდებული ადა-მიანის მთელი ცხოვრება.

  და მართლაც, დოსტოევსკის ერთი გმირის თქმის არ იყ-ოს, „თუ ღმერთი არ არსებობს, ყველაფერი ნებადართულ-ია". მისთვის არ არსებობს არც სიკეთე, არც ბოროტება და ყველას შეეძლება მისთვის მისაღები პრინციპების აღიარება და დაკანონება.

  თანამედროვე ჰუმანისტებიც ძველი ფილოსოფოსების აზ-რებით გამსჭვალულები, ამბობენ, რადგან ღმერთი არ არს-ებობს, ზნეობრივი პრინციპებიც შესაძლოა სიტუაციის მიხე-დვით შეიცვალოს. ჰუმანისტს სწამს, რომ ადამიანი თავი-სუფალია და თავად შეუძლია განაგოს თავისი ცხოვრება. მა-გალითად, ლამონტი (1977წ.) ამბობს: „ჰუმანისტის ძირითად საზრუნავად ყოველთვის ითვლებოდა ბედნიერების მიღწე-ვა ამ ქვეყნად და არა სადღაც ფანტასტიკურ ქვეყნაში, სა-ფლავს მიღმა".

 გასაგებია, რომ ჰუმანისტური მოძრაობა სასიცოცხლო მნიშვნელობას ანიჭებდა ადამიანის სექსუალური შეზღუდ-ვებისაგან „გათავისუფლებას". ამ კუთხით განსაკუთრებით მოინდომა ზ. ფროიდმა - „თანამედროვე ფსიქოლოგიის მამ-ამ". მისი აზრით „თავდაპირველად იყო სქესი"... მხოლოდ სექსუალური დაუკმაყოფილებლობის შედგეია ნევროზი, ფსიქოლოგიური აშლილობები, ისტორიული არეულობები; ყველა რელიგია, მათ შორის ქრისტიანობაც კოლექტიური სექსუალური ხასიათის ისტერიაა". ანუ: ფროიდისთვის სე-ქსი ყოფიერების საფუძველია.

  XX-ის პირველი ნახევრიდან მსოფლიოში ნამდვილი სექ-სუალური რევოლუცია დაიწყო. ევროპისა თუ აზიის მრა-ვალ ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყნებში გაჩაღდა გა-რყვნილი ცხოვრების ფართო პროპაგანდა. იმდროინდელ საზოგადოებაზე უდიდესი გავლენა იქონია ამერიკელი ექი-მის კინსის სექსუალური განათლების მეთოდიკამ. მან „მე-ცნიერული" საფუძველი ჩაუყარა „სექსუალურ რევოლუ-ციას". ექიმმა სექსუალური ექსპერიმენტები ჩაატარა ბავშ-ვებზე და ეს ნორმალურ მოვლენად მიაჩნდა მას. დღეს თა-ვად ამერიკელები აღიარებენ, რომ კინსის ექსპერიმენტები თვით ნაცისტების „სამედიცინო გამოკვლევებს" უტოლდე-ბა".

  ფროიდისა და კინსის „სექსუალური განათლების პროგ-რამა" ფართოდ ინერგებოდა და ახლაც ინერგება მსოფლ-იოში, მათ შორის ჩვენ ქვეყანაში. საქართველოში მართლმა-დიდებელი ეკლესიის წევრების დიდი ძალისხმევის შედე-გად ოდნავ შეჩერდა ეს პროცესი.

   ფაქტები ცხადყოფს - აღნიშნული „პედაგოგიკის" არსი იმ-აში მდგომარეობს, რომ ბავშვს გაუქარწყლდეს სირცხვილის გრძნობა, ჩამოუყალიბდეს უბიწოებისადმი დამცინავი დამ-ოკიდებულება, შეექმნას ისეთი დამოკიდებულება, რომ მრა-ვალშვილიანი ოჯახი უსარგებლო, მძიმე ტვირთია. ყველა აშკარად ვხედავთ, სიყვარულის ალტერნატიულ ვარიანტად გვთავაზობენ „უსაფრთხო სექსს" და სქესობრივი გარყვნი-ლების ნაირსახეობებს.

   ყველაზე სამწუხარო და სავალალო ის გახლავთ, რომ ლო-ზუნგმა: „იცხოვრე ისე, როგორც გსურს". ლიბერალურ ქრი-სტიანებშიც გაიდგა ფესვები. მათ წრეებში ხშირად მოის-მენთ, რომ ეს ყოველივე ვნება ადამიანისთვის დამახასი-ათებელია, ბუნებრივია, მაშასადამე, ნებადართულია ადამი-ანი ფიქრობს, რომ თავისუფალია, შეუძლია აკეთოს ყვე-ლაფერი, რაც მოესურვება, სინამდვილეში კი საბრალო მო-ნად, ცოდვის მონად იქცევა.

   არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) ამბობს: „ცოდვა - სა-კუთარი სინდისის წინააღმეგ შინაგანი რევოლუციაა. მისგან თავდაღწევის სურვილია, მისი დანგრევა, ჩახშობა და გათ-ელვაა. ბიწიერებას არც საზღვარი აქვს და არც ფსკერი, რამაც შეიძლება შეაკავოს. ამიტომ ვნებებს დაქვემდებარე-ბული ბიწიერი ცხოვრება - უფსრკულში ვარდნაა. დემონის ვარდნა იყო ფრენა ქვევით და ყოველი ცოდვა მინიატუ-რულად იმეორებს დემონის ცრუ თავისუფლებას. ეს წყვდი-ადსა და ქაოსში ვარდნაა (თუნდაც ფრენით). ბიწიერების თავისუფლება - ეს ადამიანური ღირსებისაგან როგორც ღვთის ხატებებისაგან და მსგავსებისაგან, განთავისუფლე-ბაა. ნებისმიერ ზნეობრივ დაცემას სულის განძარცვა მოჰ-ყვება. სულის, რომელიც მატერიალურითაა დამძიმებული და რომელსაც თავისი სხეულით გრძნობს ადამიანი".[2]

   ამრიგად, გარყვნილების, სქესობრივი გადახრების პროპა-განდა - ლეგალიზება სასიკვდილო დარტყმას აყენებს ადა-მიანის სულიერ სამყაროს, ზნეობას. ის შლის და ანადგუ-რებს სოციალურ-კულტურულ ნორმებს, რომლებიც ათასწ-ლეულების განმავლობაში აღვირს ამოსდებდა ხოლმე ადა-მიანის ყველაზე ბნელ და დამანგრეველ ინსტიქტებს. შედე-გად კი ვიმკით ზნეობრივი პრინციპების უგულველყოფას, რაც იწვევს ოჯახის შექმნის შეუძლებლობას, უშვილობას, ცხოვრების არსის დაკარგვას და ა.შ. აქვთ კი ჩვენს „განმანა-თლებლებს" გააზრებული რა ფუნქცია უნდა იკისრონ, რა დიდ სულიერ და ფსიქიკურ ზიანს აყენებენ საზოგადოე-ბას?!.

   გასული საუკუნის 20-იან წლებში, რევოლუციის შემდგომ, რევოლუციონერისა და ტერორისტის კალანტაის ხელმძღ-ვანელობით დაარსდა საზოგადოება „შორს სირცხვილი!" მისი პროგრამა სირცხვილის გრძნობისაგან გათავისუფლე-ბას ითვალისწინებდა. ადამიანებს სთავაზობდნენ ქუჩაში დედიშობილა სიარულს, ეროტიკული პარტნიორის ახლო სანათესაოში არჩევას და ა.შ. ზემოხსნებეული პროგრამა თა-ვის დროზე ვერ განხორცილდა, თუმცა დღეს სხვა მეთ-ოდით სრულდება იგი. არა ბურჟუაზიულ იდეოლოგიასთან ბრძოლის ბაირაღით (როგორც კალანტაის დროს), არამედ დემოკრატიისა და პროგრესის სახელით.[3]

   რას იტყვის ამაზე ქართველი ხალხი?!

 

 

 

 



 

[1]Философское иследование человеческой свободы. Т 2. გვ. 164

[2]გაზ. „ხარება". 2004. N 39.

[3]არქ. რაფაელი (კარელინი) „თავისუფლება რომელმან დააბრკოლ-ოს ერთი მცირეთა ამათგანი. ბთ. 2002.

 

 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 


უკან დაბრუნება