მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ბერი სულიერი საუბრებისას არასდროს თვლემდა, მაგრამ როგორც კი ამაოდმეტყველება იწყებოდა, ძილი ეუფლებოდა

ბერი სულიერი საუბრებისას არასდროს თვლემდა, მაგრამ როგორც კი ამაოდმეტყველება იწყებოდა, ძილი ეუფლებოდა


3-10-2019, 00:04

 

   აბბა კასიანე ერთი მეოდაბნოე ბერის შესახებ გვიამბობდა, რომელიც უფალს შეევედრა, რომ სულიერი საუბრების დროს მისთვის სიფხიზლე მიემადლებინა, ხოლო ამაოდმეტყველებისა და ბილწსიტყვაობისას კი ძილი მოეგვარა, რათა მის ყურს ისინი არ მოესმინა. აი, რას ამბობდა ბერი: „ეშმაკი ცდილობს ადამიანთა ფუჭსიტყვაობას, რადგან სწორედ ის არის მტერი სულიერებისა". - და ამის დასტურად საკუთარ მაგალითს იმოწმებდა: „როდესაც მე ზოგიერთ ძმასთან სულისთვის სასარგებლო თემაზე ვსაუბრობდი, - ამბობდა ბერი, - მათ ისეთი ღრმა ძილი ეუფლებოდათ, რომ ქუთუთოებსაც ვეღარ ამოძრავებდნენ. იმისათვის, რომ დემონის ქმედებანი გამემჟღავნებინა, ამაოდ ყბედობას მოვყევი, ეშმაკებმა გაიხარეს და ძილიც განეშორათ. მაშინ ძმებს განვუცხადე: „როდესაც სულის საცხონებელი საუბრით ვიყავით დაკავებულნი, თვალები ყველას ძილმა დაგიმძიმათ, ხოლო როგორც კი ფუჭი სიტყვები წარმოვთქვი, მაშინვე ყველანი გამოფხიზლდით. ამიტომ, გევედრებით, შეიცანით ცბიერი დემონის ქმედებანი და საკუთარ თავს შთააგონეთ, რომ თვლემას მოერიდოთ, როდესაც რაიმეს სულისთვის სასარგებლოს ისმენთ ან აკეთებთ".

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) 

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი" 


უკან დაბრუნება