მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ბერებს სულის საცხონებელი საუბრისას გარს ანგელოზები ეხვივნენ, ამაოდმეტყველების დროს კი - დემონები

ბერებს სულის საცხონებელი საუბრისას გარს ანგელოზები ეხვივნენ, ამაოდმეტყველების დროს კი - დემონები


2-10-2019, 00:03

 

   წმიდა მამათა შორის იყო ერთი დიდი ბერი, რომელიც უფლის მადლითა და სულიწმიდის მეოხებით ხედავდა იმას, რაც სხვებისთვის დაფარული იყო. ის ყვებოდა, რომ ერთხელ ძმები ერთად ისხდნენ და საუბრობდნენ. ვიდრე საუბარი სულის საცხონებელი იყო და მამები დამოძღვრის მიზნით წმინდა წერილიდან იმოწმებდნენ ფრაზებს, მათ შორის ანგელოზები იდგნენ, სახეზე ნათელი ეფინათ და სიამოვნებით ისმენდნენ საუბარს უფლის შესახებ. როდესაც სულის საცხონებელ საუბარს ამაოდმეტყველება ცვლიდა, განრისხებული ანგელოზები მოსაუბრეთ განეშორებოდნენ და მათ შორის უწმინდური ღორები ჩნდებოდნენ. ისინი დემონები იყვნენ, რომლებიც ღორების სახეს იღებდნენ და მონაზვნების ამაო საუბრითა და მრავალსიტყვაობით ერთობოდნენ. ამის მხილველი ნეტარი ბერი იქაურობას გაეცალა, თავის სენაკში გამოიკეტა და დილამდე მწარედ ტიროდა. ძმათა სენის გამო მისი გულიდან კვნესა და ცრემლები იღვრებოდა და მონასტრის მამებს ასე მოძღვრავდა: „ძმებო, თავი დაიცავით მრავალსიტყვაობისა და ამაო საუბრებისაგან, რომელთაც სულისათვის ზიანი და დაღუპვა მოაქვთ".

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) 

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი" 


უკან დაბრუნება