მთავარი > შური, მთავარი გვედის ფოტო > შური (წმ. მამათა საგანძურიდან)

შური (წმ. მამათა საგანძურიდან)


12-10-2022, 17:16

შური (წმ. მამათა საგანძურიდან)

 

  

„შური არის მწუხარება სხვის სიკეთეზე".

 

 

 

* * *

„შური არ აძლევს საშუალებას, იმით გაიხაროს, რაც აქვს, რადგან კლავს იმის სურვილი - რაც აკლია".

 

 

* * *

„შურიანი არ ზრუნავს საკუთარ ნაკლოვანებებზე და სხვისი სრულყოფილება ტანჯავს".

 

 

* * *

„შურს არ შეუძლია იმის დათმენა, რომ სხვას კეთილი საქმეებისათვის აქებდნენ; ამიტომაც შური და გინება ერთმანეთთან განუყოფელია".

 

 

* * *

„თუ შურიანს არ შეუძლია, მოყვასის სიკეთე ნაკლად აქციოს, მაშინ მას ცუდ საფუძველს მიაწერს".

 

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

 

* * *

„მოშურნე სხვის უბედურებას საკუთარ ბედნიერებად მიიჩნევს, სხვის კეთილდღეობას კი - საკუთარ წარუმატებლობად".

 

 

 

* * *

„შურიანი საკუთარ მტრებად მიიჩნევს მათაც, ვისაც არაფერი უწყენინებია მისთვის".

 

 

* * *

„შურიანი საკუთარ თავს მეტად ვნებს, ვიდრე იმას, ვისიც შურს".

 

 

* * *

„შური მკვლელობის ფესვია".

 

 

* * *

„შურიანს სხვისი დაღუპვა სურს და საკუთარ თავს კი ღუპავს".

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

* * *

„მრავალი ჩვენთაგანი ტირის მტირალთან ერთად, მაგრამ სხვისი სიხარული არ უხარია".

 

 

* * *

„შურიანი არაფრით განსხვავდება ადამიანისაგან, რომელიც არაფრით არაა დაფარული და რომელსაც ყველანი ისრებს სტყორცნიან".

 

 

 

* * *

„შურიანი ზეცაში არაფრად გამოდგება, რადგან იქაც არსებობს განსხვავება; თვითონ ვერ გაიხარებდა და სხვების სიხარულსაც მოწამლავდა".  

 

 

* * *

„როგორც ჟანგი ჭამს რკინას, ასევე შური - სულს, რომელშიც იგი ცხოვრობს".

 

წმიდა ბასილი დიდი

 

 


* * *

„შური ჩრჩილს ჰგავს, რომელიც იმ სამოსს აფუჭებს, რომელშიც დაიბადა. ასევე იგი ჭამს იმ გულს, რომელშიც იბადება".

 

წმიდა დიმიტრი როსტოველი

 

 

 

* * *

„ვინც შური მოიპოვა, მასთან ერთად მოიპოვა დემონიც".

 

წმიდა ისააკ ასური


 

 

* * *

„თუ შეგაწუხებს შური და ზრახვები, გაიხსენე, რომ ჩვენ ყველა ქრისტეს ნაწილები ვართ და როგორც პატივი, ისე უპატიობა ყველას ერთი გვაქვს, და ამ ფიქრებისაგან გათავისუფლდები".

 

 

* * *

„შური ამპარტავნების შვილია; მოუკალი დედა და შვილიც მოკვდება".

 

ნეტარი ავგუსტინე



უკან დაბრუნება