მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, ამპარტავნება > ამპარტავნება

ამპარტავნება


11-12-2012, 10:56

ამპარტავნება

 

 

„ყველა ცოდვა საძაგელია ღვთის წინაშე, მაგრამ ამპარტავნება ყველაზე მეტად".

 

 

* * *

„თავს ნუ აიმაღლებ საკუთარი საქმეებით, როგორიც არ უნდა იყოს იგინი".

 

წმიდა ანტონი დიდი

 

 

* * *

„ამპარტავნებით ღმერთს ჩვენს მტრად ვიხდით".

 

 

* * *

„ღვთისათვის არაფერია ისე საძაგელი, როგორც ამპარტავნება, რადგან მასში საკუთარი თავის ღმერთთან გატოლება იმალება".

 

 

* * *

„უმჯობესია, თავმდაბალი ცოდვილი იყო, ვიდრე - ამპარტავანი ცოდვილი".

 

 

* * *

„უმჯობესია, თავმდაბლად აღიარო ცოდვები, ვიდრე ამაყად იქებდე თავს სათნოებებით".

 

ნეტარი ავგუსტინე

 

 

* * *

„თუ ამპარტავნება დაგეუფლება, გაიხსენე, როგორ იღუპება მისგან სათნოების ყველა ნაყოფი და ეს დაგიცავს".

 

 

* * *

„ამპარტავნება მანკიერებათა დედაა, რომლისგანაც ეშამკიც დაეცა, რომელიც არდე ასეთი არ იყო".

 

 

 

* * *

„თუ თავი ჭკვიანი გგონია, უკვე არ ხარ გონიერი".

 

 

* * *

„უდიდესია თავმდაბლობის სიმაღლე, ღრმაა - ამპარტავნების უფსკრული; და ამიტომაც გირჩევთ, შევიყვაროთ პირველი და არ ჩავარდეთ მეორეში".

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

* * *

„თავს ძალიან ნუ აღიმაღლებ, რათა ძლიერად არ დაეცე".

 

* * *

„ამაღლებისაკენ მისწრაფება ამავე დროს დამდაბლებისაკენ მისწრაფებაცაა".

 

 

* * *

„ვინც საკუთარ თავს თვითონვე აღიმაღლებს, იგი თვითონვე იმზადებს დაცემას".

 

 

* * *

„საკუთარი თავისათვის ქველმოქმედებით ადამიანითავისივე თავის მტერი ხდება".

 

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

 

* * *

„ამპარტავნება პატარა და მდაბიო სულის უდიდესი გამოვლინებაა".

 

 

* * *

„ამპარტავნება პატივისცემას ეძიებს მათგან, ვისავ იგი არაფრად მიაჩნია".

 

 

* * *

„ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის".

 

 

* * *

„გაცილებით ძნელია, სხვების წინაშე იყო ბრძენი, ვიდრე - საკუთარი თავის წინაშე".

 

წმიდა ისააკ ასური

 

 

* * *

„ვინც საკუთარ თავს თვითონვე აღიმაღლებს, ამით თავს აბუჩად იგდებს, ხოლო ვინც გულწრფელად ყველას წინაშე დაიმდაბლებს თავს, ის უყვართ".

 

 

* * *

„ყველა ადამიანი შენზე აღმატებულად ჩათვალე".

 

წმიდა ბარსანოფი დიდი

 

 

* * *

„საკუთარ თავს სხვებზე მაღლა ნუ დააყენებ, რათა ღვთის წინაშე უფრო დაბლა არ დადგე".

 

წმიდა დიმიტრი როსტოველი

 

 

* * *

„ვაი ამპარტავანს! როდესაც კუბოში ჩავა, მიხვდება, რასაც წარმოადგენს".

 

  

* * *

„თავს როგორ იქებ მაშინ, როდესაც ღმერთს უნდა ადიდებდე?"

 

 

* * *

„ელვის ბრწყინვალება მეხის ჩამოვარდნას მოასწავებს, ამპარტავნებისა კი - პატივმოყვარეობის გამოჩენას".

 

წმიდა ნილოს სინელი

 

 

* * *

„ამპარტავნების დასაწყისი - პატივმოყვარეობის დასაწყისია".

 

 

* * *

„ვინც პატივმოყვარეობით არ არის შეპყრობილი, იგი არ ჩავარდება ღვთისმებრძოლ, უგუნურ ამპარტავნებაში".

 

წმიდა იოანე კიბისაღმწერელი

 

 

* * *

„განა შეიძლება, რაიმეთი ვამპარტავნებდეთ, როდესაც საკუთარი არაფერი გვაქვს, დროებითი და მარადიული სასჯელის გარდა?"

 

სულიერი მარგალიტი

 


უკან დაბრუნება