მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მრისხანება > მრისხანება

მრისხანება


12-03-2014, 00:05

მრისხანება

 

 

„არ არსებობს იმაზე დიდი გამარჯვება, ვიდრე - საკუთარი მრისხანებისა და გულისწყრომის დაძლევაა".

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

* * *

„მრისხანების ვნების დასამარცხებლად ხშირად უნდა ვიფიქროთ იმ დამღუპველ შედეგებზე, რაც ამ ვნებას ჩვენთვის მოაქვს".

 

 

* * *

„ცეცხლის საზრდო შეშაა, გაღიზიანებისა კი - ამპარტავნება".

 

წმიდა ეფრემ ასური

 

 

* * *

„მრისხანება ყველასთვის სახიფათო მრჩეველია; მრისხანებაში მიღებული გადაწყვეტილება არასოდეს არაა გონივრული".

 

* * *

„ხშირად ეშამკობა მრისხანებას აღძრავს ერთადერთი მიზნით - რათა საიდუმლო ათქმევინოს, ანდა დაქანცული ხელში ჩაიგდოს".

 

 

* * *

„მრისხანება და შურისძიება სუსტი სულის ვნებაა; ამიტომ ქალები მამაკაცებზე უფრო მრისხანენი და შურისმაძიებელნი არიან".

 

 

* * *

„მრისხანება უგუნურების დასაწყისია".

 

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

 

 

* * *

„ნუ მისცემ საშუალებას მრისხანებას, შენს ხორხამდე მიაღწიოს".

 

 

* * *

„ვინც მრისხანების ჟამს ენას არ დაიოკებს, ის ვერც ვნებებს დაიმორჩილებს".

 

 

* * *

„მხეცისათვის არაბუნებრივია ლმობიერება, ადამიანისათვის კი - სისასტიკე".

 

 

* * *

„სადაც ბოროტება და მრისხანებაა, იქ თავმდაბლობის სული არ დაივანებს".

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

* * *

„მრისხანებ შენს მოყვასზე და თვითონაც ღვთის წინაშე მრისხანებაში ხარ".

 

 

* * *

„მრისხანე ადამიანი, მკვდარიც რომ აღადგინოს, ღვთისთვის სათნო არ იქნება".

 

ამბა აგაფონი

 

 

* * *

„მას, ვისაც კარგად ახსოვს საკუთარი უძლურებანი და ცოდვები, ვინც თავს სხვებზე დაბლა აყენებს, არ სცალია იმისათვის, რომ სხვაზე მრისხანებდეს".

 

წმიდა ბასილი დიდი

 

 

* * *

„ვინც საკუთარ თავს არ აყვედრის, მას მრისხანება სძლევს".

 

 

* * *

„საკუთარი თავის გარდა ნურავისზე გაბრაზდები და განრისხდები".

 

წმიდა დიმიტრი როსტოველი

 

 

* * *

„მრისხანება მრისხანებით არ განიკურნება".

 

ძველი პატერიკი

 

 

* * *

„ყვედრების მდუმარებით მოსმენით ქრისტეს მიმბაძველი ხდები".

 

 

* * *

„მრისხანება ადამიანის ბუნებაა, ხოლო მისი მოთოკვა - ქრისტიანისა".

 

ნეტარი იერონიმე

 

 

* * *

„თვით მხეცებთან მიმართებაშიც კი არ უნდა იყო მხეცი".

 

სულიერი მარგალიტი

 

 

 * * *

„თუ შენ ვინმეს მრისხანებით გამოუტანე განაჩენი, ამით შენს ვნებას აკმაყოფილებ; ამრიგად, სხვის გადასარჩენად საკუთარ თავს ნუ დაღუპავ".

 

წმიდა მაკარი დიდი

 

 



უკან დაბრუნება