მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > შეთქმულება ოჯახის წინააღმდეგ - ჰომოსექსუალიზმის თავსმოხვევის საფრთხე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

შეთქმულება ოჯახის წინააღმდეგ - ჰომოსექსუალიზმის თავსმოხვევის საფრთხე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


23-02-2021, 15:02

შეთქმულება ოჯახის წინააღმდეგ - ჰომოსექსუალიზმის თავსმოხვევის საფრთხე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

 

შეთქმულება 7: ჰომოსექსუალიზმის თავსმოხვევის საფრთხე

 

   ოჯახის სიწმინდის წინააღმდეგ წამოწყებული შეთქმულების კიდევ ერთ მკაფიო გამოვლინებად ჰომოსექსუალიზმი, იგივე სოდომური ცოდვის (მის ნაირსახეობათა) პროპაგანდა, დანერგვა გვევლინება. მისი მთავარი სამიზნე ოჯახი და ეკლესიაა, რომელიც ხელს უშლის და წინ ეღობება მსგავს სიბილწეს.

   სწორედ მართლმადიდებელმა ეკლესიამ ძველი და ახალი აღთქმის საფუძველზე, მსოფლიო კრებათა დადგენილებებისამებრ შეაფასა ამ ცოდვის სიმძიმე ღვთისა და ხალხის წინაშე. ძველ აღთქმაში ვკითხულობთ: „არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით, ეს სისაძაგლეა" (ლევ. 18, 22); „ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი. უნდა მოკვდნენ, მათზეა მათი სისხლი" (ლევ. 20. 13). როგორც ვხედავთ, ეს ცოდვა უმკაცრესად ისჯებოდა ძველ აღთქმაში.

   სოდომური ცოდვის დაუშვებლობას სრულად ეთანხმება ახალი აღთქმა: „ამისთვის მისცნა იგინი ღმერთმან ვნებასა მას გინებისასა, რამეთუ დედათა მათთა გარდაცვალეს ბუნებისა იგი წესი არაბუნებად. ეგრეთვე მამათა გარდაცვალეს ბუნებისა იგი წესი დედათა, განხურდეს გულის თქმითა მათითა ურთიერთარს. მამანი მამათა თანა სარცხვინელსა იქმოდენ და კუალად-საგებელი იგი, რომელი ჯერ-არნ საცთურის მათისა, ურთიერთარს მიიღონ" (რომ. 1. 26-27); „ნუ სცდებით: არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათმავალთა... სასუფეველი ღმრთისა ვერ დაიმკვიდრონ" (1 კორ. 6. 9-10).

   ეკლესიის კანონები ეპიტიმიას უდგენენ სოდომისტებს და 30 წლით განაყენებენ ზიარებისაგან...

   ცხადია, ყოველივე ზემოთქმული ძლიერ აღიზიანებთ ამ ცოდვაში მყოფ ადამიანებს. ისინი ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ სასულიერო პირები და მრევლი ეკლესიისა წარმოაჩინონ საზოგადოების ჩამორჩენილ, შავბნელ, ფანატიკურ მასად; ჰომოფობის ეპითეტითაც გვამკობენ, რათა თავიანთი ცოდვისმიერი გადახრა ჩვეულებრივი ცხოვრების წესად, ნორმად წარმოაჩინონ.

   XX-XXI საუკუნეებში ჰომოსექსუალებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააფართოვეს თავიანთი გავლენა.

   მავანთა მიერ შემუშავებულია არაერთი ტექნოლოგია, პროექტი, ნებისმიერი მიუღებელი იდეა იქცეს „ნორმად" საზოგადოებაში. საამისოდ საჭიროა მხოლოდ გეგმის თანმიმდევრული განხორციელება.

   წმინდა წერილი ცალსახად და მკაფიოდ წარმოაჩენს ამ ცოდვის სიმძიმეს. ჯერ კიდევ სამი ათეული წლის წინ გამოქვეყნებულ ავადმყოფობათა ნუსხაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალიზმი პათოლოგიად მიიჩნია, მაგრამ შემდგომ, სოდომიტების ზეწოლით, ჰომოსექსუალიზმი ამ ნუსხიდან ამოიღეს, საზოგადოებაში, მით უფრო ჩვენს ქვეყანაში, სოდომიტობა ყოვლად მიუღებელი და შეუწყნარებელია და მაინც ახერხებენ მეთოდოლოგიურად მის აგიტაცია-პროპაგანდას.

   ჯერ მასმედია ააჭრელა მრავალრიცხოვანმა პუბლიკაციამ იმის შესახებ, რომ ჰომოსექსუალიზმი, თუნდ ნორმიდან გადახრად მივიჩნიოთ, მაინც ბუნებრივია. არგუმენტად იყენებენ ფსიქოლოგიის „მამად" წოდებული სატანისტი ფროიდის აზრებს, რომ „ადამიანი თავისი საწყისით ბისექსუალია და ნებისმიერი მისი ახირება სექსის სფეროში ყოვლად ბუნებრივია". ფროიდის აზრით, ყოველგვარი აკრძალვა ამ სფეროში რელიგიურ (იგულისხმება ქრისტიანულ) ცრურწმენას წარმოადგენს.

   ის, რასაც ფროიდი თეორიულად ასაბუთებდა, შემდგომი თაობის ფროიდისტებმა პრაქტიკულად განახორციელეს. შეიქმნა უამრავი სოდომური კავშირი მთელ მსოფლიოში, ჩამოყალიბდა „სექსუალური მეცნიერებათა ინსტიტუტები", „სექსუალური თანასწორობის საერთაშორისო კომიტეტები" და ა.შ. თანდათან აიტაცეს და განადიდეს მრავალზე მრავალი ე.წ. „კვლევა". თითოეული ამტკიცებდა, რომ ჰომოსექსუალიზმი სრულიად ბუნებრივია, თუმცა ადამიანის ცხოვრებისთვის უჩვეულო. გადიოდა წლები... მალე გაირკვა, რომ კაცობრიობის კულტურის, პოლიტიკის, სპორტის მრავალი გამოჩენილი წარმომადგენელი ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის მომხრეა.

   ახლა მრავალ განვითარებულ ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმი მარტო ნორმად კი არა, ცხოვრების პრესტიჟულ წესადაც კი მიიჩნევა.

   თუ თავდაპირველად „სიბრალულით" საუბრობდნენ მასზე, შემდეგ უკვე თემას ტაბუ მოეხსნა. ჰომოსექსუალებს საჯარო დისკუსიებში ტელეშოუებში იწვევენ, უკეთებენ რეკლამას და ა.შ.

   ასე და ამგვარად ეს „იდეა" უკვე ბუნებრივად განიხილება: თემა ხომ დიდი ხანია მსჯელობის საგნად იქცა, უკვე ყველა მიეჩვია მას...

   მომდევნო ეტაპზე იწყება ასეთი საუბრები: „ადამიანები ისეთები უნდა მივიღოთ, როგორებიც არიან", „ბოლოს და ბოლოს, თუ ბოროტად არ იყენებენ თავიანთ მიდრეკილებებს, ეს ხომ მათი ცხოვრებაა" და მისთ.

   ამის შემდეგ ერთგვარ სტანდარტად ყალიბდება ის, რომ ყველა საუბრობს ამაზე, თუმცა ჰომოსექსუალი უკვე გარკვეული უფლებებით სარგებლობს. მას იცავს კანონი (ანტიდისკრიმინაციული), რომელიც მისთვის სულ უფრო ხელსაყრელი და მორგებული ხდება, ხოლო მის წინააღმდეგ პროტესტის გამომხატველი საზოგადოების წევრები „მარგინალებად" ცხადდება.

   ამის შემდეგ ჰომოსექსუალთა უფლებების დასაცავად იგეგმება „აქციები", „აღლუმები", „პარადები". ყველაფერი სახელმწიფოს მკაცრი კონტროლით იმართება. ნებისმიერი „აგრესიული" მოწინააღმდეგე კანონით ისჯება. აი, მოკლედ მონახაზი, რომელიც ჩვენს თვალწინ განხორციელდა. მომდევნო გეგმებში შედის: ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება, პედოფილებისთვის ბავშვის აყვანის უფლების მინიჭება...

   ამრიგად, მართლმადიდებელი ეკლესიისა და ზნეობრივად მოაზროვნე ვერც ერთი ადამიანის პოზიცია ჰომოსექსუალიზმის მიმართ ვერ იქნება შემწყნარებლური. ჩვენ არ ვამბობთ, რომ სოდომიტები უნდა იდევნებოდნენ, არამედ ვაცხადებთ: ისინი სამედიცინო, ფსიქოლოგიურ და სულიერ მკურნალობას საჭიროებენ და არა პროპაგანდას.

   საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, სამღვდელოება და მრევლი ჰომოსექსუალების მიმართ თავიანთ დამოკიდებულებას აგებენ ქრისტიანული სწავლების საფუძველზე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სამღვდელოება სოდომიტებს ეკიდება მწყემსისმიერი პასუხისმგებლობით, ლოცვითი დახმარებით, სულიერი მხარდაჭერით, თუ, რა თქმა უნდა, ინებებენ ეკლესიის წიაღში დაბრუნებას.

   აგრეთვე, ეკლესიის სწავლება არაორაზროვნად რაცხავს ჰომოსექსუალიზმს ცოდვად, მაგრამ ამავდროულად აცხადებს: საჭიროა ამ ავადმყოფობით დასნეულებულთათვის ქრისტიანული თანაგრძნობის აღმოჩენა. ამიტომ არ არსებობს არავითარი საფუძველი ვილაპარაკოთ ეკლესიის მხრიდან მათ მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის მოწოდებაზე.

   პირიქით: აშკარაა საზოგადოებაში ჰომოსექსუალიზმის იდეებისა და მისეული ცხოვრების წესის ძალისმიერი მეთოდებით დამკვიდრების მცდელობა. მიუხედავად მრავალი მოქალაქის ნეგატიური განწყობისა, მავანი მაინც ჯიუტად ცდილობს ჩაატაროს „სოდომიტური აღლუმი". ეს უნდა მივიჩნიოთ ქართული, ზნეობრივად ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციად. ამ ნიშნით მსგავსი „ღონისძიებით" ის დიდ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ მშვიდობასა და სტაბილურობას, ოჯახების შექმნასა და გამრავლებას, ზნეობრივი და ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას.

   ცხადია, სოდომისტებისა და მათი ლობისტების ამგვარ ზეწოლას ვერ შეხვდებიან გულგრილად ჩვენი მოქალაქეები. ისინი ყოველთვის გაუწევენ მათ პრინციპულ წინააღმდეგობას, ვინაიდან აქ საუბარია ოჯახის სიწმინდის შებილწვის, ოჯახის მთლიანად განადგურების საფრთხეზე. ამას კი არასდროს დაუშვებს ქართველი ერი.

   ჰომოსექსუალიზმი ოჯახის წინააღმდეგ შეთქმულების ყველაზე ამაზრზენი ფორმაა. მრავალი ქვეყანა, ქალაქი, საზოგადოება უმძიმესად დაისაჯა ამ ცოდვის წახალისების გამო.

   წმინდა მამები ამბობენ, რომ ოდესღაც სოდომი სამოთხეს ჰგავდა. ასე იყო, ვიდრე სოდომელებმა ღმერთი არ განარისხეს. გახრწნილებაში გაკერპებული ცოდვილნი მოისრნენ და მთელი ის მხარე უდაბნოდ იქცა (დაბ. 24-25). თანამედროვე ადამიანისთვის სოდომისტური ძალადობა და ტერორი მეტად თვალსაჩინო შეიქნა. საკითხავი მხოლოდ ეს არის - როდემდე მოგვითმენს უფალი?  

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 


უკან დაბრუნება