მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > შეთქმულება ოჯახის წინააღმდეგ

შეთქმულება ოჯახის წინააღმდეგ


4-05-2019, 00:02

შეთქმულება ოჯახის წინააღმდეგ

 

   ქართველთა ქცევის ნორმებს ოდითგანვე ძირითადად ტრადიციული ფასეულობები განსაზღვრავდა. უპირველესი ფასეულობა კი მართლმადიდებელი სარწმუნოებაა. სწორედ საქართველოს ორიათასწლოვანმა მართლმადიდებლურმა რწმენამ ჩამოაყალიბა მყარად ქართველი კაცის ზნეობა, სულიერება, კულტურა, ოჯახური ერთგულებისა და სიწმინდის ნორმები. ჩვენი ერის მენტალიტეტისათვის დამახასიათებელია სულიერ-ზნეობრივ საწყისებზე აგებული ოჯახი და სახელმწიფო. ეს საწყისებია უცილობო პირობა საიმისოდ, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს სახელმწიფოებრიობა, თავისი იდენტურობა, ეთნოსი...

   დღეს კი საზოგადოებას „ნორმას" უსახავენ ზნეობრიობის უგულებელყოფას, რასაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ შეთქმულება ოჯახის წინააღმდეგ. დაშლა-განადგურების შემდეგი ეტაპი იმ კანონების მიღებაა, რომლის ძალითაც ხელისუფალმა უნდა დაიცვას ცოდვა, უკანონობა. ასე იქმნება საზოგადოების ტოტალური გარყვნილების პლაცდარმი. ამგვარად სურთ შეავიწროონ ყველა ზნეობრივად მოაზროვნე ადამიანი. თითქოს ცდილობენ ერთგვარი სულიერი რეზერვაცია მოაწყონ ტრადიციულად მოაზროვნეთათვის. ყოველივე ეს „თანამედროვე კულტურის" გრიფით ხორციელდება. ჩვენთვის კი ეს ოჯახის სიწმინდეზე გალაშქრება, „სექსუალური რევოლუციაა", რომლის შედეგადაც ნადგურდება ყოველივე ზნეობრივი და სულიერი და ბატონდება ყველაზე ბნელი და ცოდვისმიერი ინსტიქტები.

   აღნიშნული შეთქმულების არსია ბავშვობიდანვე გაირყვნას ადამიანი, გაუქარწყლდეს მას სირცხვილის გრძნობა, ჩამოუყალიბდეს უბიწოებისადმი დამცინავი დამოკიდებულება, მრავალშვილიანი ოჯახი უსარგებლო, მძიმე ტვირთად წარმოადგინონ, ალტერნატივად აბორტები და „ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები" შესთავაზონ, ცოლ-ქმრული სიყვარულის სანაცვლოდ „უსაფრთხო სექსი" და სქესობრივ გარყვნილებათა ნაირსახეობანი დაისახონ. ბუნებრივია, შედეგად მივიღებთ ზნეობრივი პრინციპების მოშლას, რაც იწვევს ოჯახის შექმნის შეუძლებლობას, უშვილობას, ცხოვრების არსის დაკარგვას...

ამიტომაც ვუწოდებთ ამ „პოლიტიკას" შეთქმულებას ოჯახის წინააღმდეგ.

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 



უკან დაბრუნება