მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > ზრახვები
ზრახვები11-03-2014, 00:01  | 
| 
 
 
 
 „განსაცდელებს ვერავინ გაექცევა, მაგრამ შესაძლოა, დაცემას თავი ავარიდოთ". 
 წმიდა ეფრემ ასური 
 
 
 * * * „იმისათვის კი არ განვიკითხებით, რომ ჩვენში ზრახვები შემოდის, არამედ იმისათვის, რომ ჩვენ მათ ცუდ მიმართულებას ვაძლევთ". 
 წმიდა ბარსანოფი დიდი 
 
 
 
 
 
 * * * „ნურასდროს დაუშვებ შენს გულში შემოვიდეს ზრახვა, რომელიც ღმერთს განარისხებს". 
 ამბა სილუანი 
 
 
 * * * „როგორც მორიელს უბეში ვერ შეინახავ, ასევე ნუ გააჩერებ გულში ცუდ აზრს". 
 წმიდა ტიხონ ზადონელი 
 
 
 * * * „როგორც ნაპერწკალი აალებამდე ადვილად ქრება, ასევე ცუდი ზრახვა დასაწყისშივე ადვილად ითრგუნება". 
 
 
 * * * „მზაკვარ აზრს ისევე არ უნდა მისცე სულში გაზრდის საშუალება, როგორც ბალახს - ბოსტნეულის კვალში". 
 წმიდა ეფრემ ასური 
 
 
 * * * 
 „ნურასდროს იფიქრებ, რომ არად ჩააგდო ზრახვები, რამეთუ არანაირი აზრი უფლისაგან დაფარული არ დარჩება". 
 * * * „ქარის მოძრაობის
გარეშე ღრუბლები არ წარმოიქმნება; ასევე არ გაჩნდება ცოდვა ზრახვების გარეშე".  
 წმიდა მარკოზ მოსაგრე 
 
 
 * * * „ყველა სცოდავს იმის გამო, რომ ავი ზრახვის გაჩენისთანავე წინააღმდეგობით არ განაგდებს მას". 
 ამბა სერენი 
 
 
 * * * „ხშირად მიმართე გონება ლოცვისაკენ და გულთან მოსულ ზრახვებს განდევნი". 
 ამბა ფალასი 
 
 
 * * * „საკუთარ სხეულს მეტისმეტად ნუ გამოკვებავ და შენში ცუდი ზრახვები შესუსტდებიან". 
 ამბა ევაგრე 
 
 
 * * * „როგორც ძლიერი წამლები კურნავენ მძიმე ავადმყოფობებს, ასევე მარხვა და ლოცვა განდევნის ავ ზრახვებს". 
 
 
 * * * „როგორც ბნელი ხვრელიდან სინათლეზე ამომძვრალი გველი ცდილობს გაქცევასა და მიმალვას, ასევე გულახდილი აღსარებით გამჟღავნებული ბოროტი ზრახვები ადამიანისაგან გაქცევას ცდილობენ". 
 ამბა მოსე 
    უკან დაბრუნება  |