მთავარი > წერილები სულიერ შვილებს > ცოდვა

ცოდვა


7-12-2012, 11:15

ცოდვა

 

„თუ ვინმე შენზე ჭორაობს, ნუ გაბრაზდები, არამედ იტირე და შეგრცხვეს - არა იმისა, რომ შენზე ჭორაობენ, არამედ იმ ცოდვის გამო, რომელმაც ასეთ არაწმიდებაში ჩაგაგდო".  

* * *

 

„არანაირი ბოროტება და უბედურება ცოდვაზე დამღუპველი არ არის".

* * *

„ყველა ადამიანურ ბოროტებათაგან მხოლოდ ცოდვაა ნამდვილი ბოროტება".

 

წმიდა იოანე ოქროპირი

* * *

„მკვლელი სულს სხეულთან განაშორებს, ცოდვა კი სხეულსაც ღუპავს და სულსაც".

 

წმიდა ისიდორე პელუზიელი

* * *

„ტკბილია ადამიანისთვის ცოდვა, მაგრამ მისი ნაყოფი მწარეა".

 

წმიდა დიმიტრი როსტოველი

* * *

„ცოდვით ტკბობა დროებითია, მაგრამ მას მარადიული სიკვდილი მოსდევს".

 * * *

„საჭიროების შემთხვევაში შეცოდებას სიკვდილი ამჯობინე".

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 * * *

 

„მცირე ცოდვებიც არ არის მცირე".

* * *

„ვერც - მცირე ცოდვებით დაიმკვიდრებ ცათა სასუფეველს".

* * *

„მცირე და ნაკლებად მნიშვნელოვანი ცოდვები ხშირად დიდი მამების პატივს ამცირებენ".

* * *

„ბოროტი საქმეები უკვე აქვე გეენაში ყოფნაა, რადგან სინდისი ამხილებს მცოდველს".

* * *

„ცოდვა ყველაზე საშინელი ბოროტებაა დედამიწაზე. უფრთხილდით ცოდვას, იმის გამო მაინც, რომ რაც შეიძლება, ნაკლებად გვამძიმებდეს მიწიერი უბედურებანი".

* * *

„თვალხილული ბრმაა ის, ვინც ვერ ხედავს, რამდენად დამღუპველია მისი ცოდვა".

 

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

 

* * *

„ცოდვის ჩადენა ადვილია, მისგან გათავისუფლება კი - ძნელი".

* * *

„ცოდვისათვის თავის არიდება უფრო ადვილია, ვიდრე - მასთან ბრძოლა".

* * *

„საკუთარ თავში ცოდვილი აზრები უნდა დავთრგუნოთ, რათა მათ ცოდვილ საქმეებამდე არ მიგვიყვანონ".

* * *

„თუ საკუთარ თავს ძალას არ დაატან, ცოდვაზე ვერ გაიმარჯვებ".

* * *

„იმისათვის, რომ საკუთარ სისუსტეზე გავიმარჯვოთ, არ შეიძლება, იგი არაფრად მივიჩნიოთ".

* * *

„ერთ ცოდვას ყოველთვის მეორესთან მივყავართ".

* * *

„ყოველი ახალი ცოდვა ახალ ლაქას აჩენს ჩვენს სულზე".

* * *

„მსაჯულისაგან არაფერია დაფარული; ამიტომ ამაოდ ვცდილობთ, ფარულად შევცოდოთ".

 

წმიდა ნილოს სინელი

 


* * *

„თავი აარიდე თვით ყველაზე მცირე ცოდვებსაც კი, რამეთუ ვინც მცირეს არ განეშორება, აუცილებლად ჩავარდება დიდ და მძიმე ცოდვებში".

* * *

„ვინც მცირე ცოდვაზე გაიმარჯვებს, ის დიდსაც მოერევა".

* * *

„ვინც მცირე ცოდვებისაგან არ იცავს თავს, იგი ნელ-ნელა დიდშიც ჩავარდება".

* * *

„ვისაც საკუთარი ცოდვები მცირედ მიაჩნია, იგი უწინდელზე მძიმე ცოდვებში ჩავარდება".

 

წმიდა ისააკ ასური

* * *

„ცოდვა დამწველი ცეცხლია. რაოდენობრივად შემცირების შემდეგ იგი ქრება, მომატებისას კი უფრო აალდება".

 

წმიდა მარკოზ მოსაგრე

 


* * *

„სული შეიძლება, ცოდვას ეწინააღმდეგებოდეს, მაგრამ ღვთის გარეშე იგი ბოროტებაზე ვერ გაიმარჯვებს".

 

წმიდა მაკარი დიდი



უკან დაბრუნება