მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > პეტრე-პავლობის მარხვის აღება

პეტრე-პავლობის მარხვის აღება


23-06-2019, 16:04

 

   დღეს პეტრე-პავლობის მარხვის აღებაა.

   პეტრე-პავლობის მარხვა წმ.პეტრე-პავლე ცვალებადი ხანგრძლივობისაა. იწყება სულთმოფენობიდან 1 კვირის შემდეგ, ორშაბათს და გრძელდება პეტრე-პავლობის დღესასწაულამდე (ახ. 12 ივლისი).

   დიდმარხვასთან შედარებით პეტრე-პავლობის მარხვა მსუბუქია.

   საეკლესიო გადმოცემით, პეტრე-პავლობის მარხვა ჯერ კიდევ მოციქულებმა დააწესეს. ტრადიციულად იგი სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება.

   პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ამიტომ, ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა გასტანს, ხოლო ყველაზე მცირე – 7 დღე.

   წმიდა მოციქულები პეტრე და პავლე სხვა მოციქულთა შორის თავიანთი მოციქულებრივი და მოწამებრივი ღვაწლით გამორჩეული არიან. ამიტომ ეკლესია მათ, როგორც "თავთა მოციქულთა” იხსენიებს. ისინი ქრისტესთან სხვადასხვა გზით მივიდნენ. წმინდა პეტრე მოციქული უფლის 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი გამორჩეული იყო, ხოლო წმინდა პავლე მოციქული, ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი სავლე, სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ უფლის უდიდესი მსახური გახდა. წმინდა მოციქულები იმპერატორ ნერონის დროს, 67 წელს აღესრულნენ.

   წმინდა პეტრე მოციქული თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო წმინდა პავლე მოციქულს თავი მოჰკვეთეს.

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება