მთავარი > საცდურები > ეშმაკი

ეშმაკი


6-12-2012, 11:10

ეშმაკი

 

 

 


„მორწმუნეთა ლოცვა უდიდესი წამება და შიშია ბოროტი სულებისათვის".

 

* * *

 

„რომ არ ყოფილიყო ჩვენი გამომცდელი და შემავიწროვებელი ეშმაკი, მაშინ გამოაშკარავდებოდა ვინ არის გულმოდგინე, ვინ კი - ზარმაცი".

 

წმიდა ნილოს სინელი

 

 

* * *

„საჭიროა, გვქონდეს უდიდესი სიფხიზლე, რადგან ჩვენს მტერს (ეშმაკს) არ სძინავს; იგი დიდი ხნის წინ გამოიდევნა სასუფევლიდან, ახლა კი არ სურს ვინმეს ზეცად აღსვლის დაშვება".

 

წმიდა იოანე მმარხველი

 

 

* * *

„ჩვენ იმდენად არ ვცდილობთ საკუთარ ცხონებას, რამდენადაც ეშმაკი - ჩვენს დაღუპვას".

 

 

* * *

„უკვე მერვე ათასწლეულია, ეშმაკი ადამიანთა საცდურში ჩაგდებაში ვარჯიშობს".

 

ძველი პატერიკი

 

 

* * *

„ეშმაკი იმიტომაც შთააგონებს ზოგიერთს იმის ფიქრს, თითქოს გეენია არ არსებობს, რომ მასში ჩააგდოს".

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

* * *

„ეშმაკი ღმერთს ადამიანების წინაშე ადანაშაულებს, ადამიანებს - ღვთის წინაშე და ადამიანებს - თვით ადამიანების წინაშე".

 

 

* * *

„ეშმაკები სასარგებლოსაც რომ გვინერგავდნენ, ღმერთი მაინც გვიკრძალავს მათ მოსმენას".

 

 

* * *

„როდესაც ეშმაკი ცოდვისაკენ გვიბიძგებს, ღვთის წყალობას წარმოგვიდგენს, შეცოდების შემდეგ კი - ღვთის მართლმსაჯულებას".

 

წმიდა იოანე კიბისაღმწერელი

 

 

* * *

„ღვთის მცნებების მისაღებად უბრალოება გქონდეს, ეშმაკის მახის თავიდან ასაცილებლად კი - სიფრთხილე".

 

წმიდა ეფრემ ასური

 

 

* * *

„გამუდმებით რაიმე სიკეთე აკეთე, რათა ეშმაკმა ყოველთვის დაკავებული გნახოს".

 

ნეტარი იერონიმე

 

 

* * *

„ვერავის ისე მოხერხებულად ვერ აცდუნებს ეშმაკი, როგორც - უქმადმყოფსა და ზარმაცს".

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

 

* * *

„გულითადი ლოცვის სითბო დემონებისათვის მწველი ცეცხლია".

 

წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

 

 



უკან დაბრუნება