მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > მრევლის მამხილებელი ქადაგება
მრევლის მამხილებელი ქადაგება25-03-2019, 00:00 |
ეკლესიაში ერისკაცის დანიშნულება უფრო და უფრო მნიშვნელოვანი და დიდი ხდება, როცა მისი მასწავლებლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრების მაგალითით, არამედ გამოიხატება სიტყვითაც.63 „გევედრებით, ჩემთან ერთად გაინაწილეთ ეს მსახურება. მე მოგმართავთ ყველას, თქვენ კი უთხარით თითოეულს პირადად. დაე, ყოველი შეეწიოს მოყვასის ცხონებას".64 მაგალითად, „როცა ნახავ, რომ შენი ძმა მრუშობს, უთხარი: ცუდად იქცევი, ნუთუ არ გრცხვენია? ნუთუ სინდისი არ გაწუხებს? ეს ხომ გარყვნილებაა? მაგრამ შენ იტყვი: განა მან არ იცის, რომ ეს გარყვნილებაა? რა თქმა უნდა, იცის, მაგრამ გატაცებულია მრუშობით. ვინც ვნებით არის შეპყრობილი, ის მალე ვერ შეძლებს საკუთარი თავის განკურნებას. ამიტომ შენ, ჯანმრთელი უნდა ეხმარებოდე მას განკურნებაში. თუ ის არ დარწმუნდება შენი სიტყვებით, მიაყურადე, როდის წავა და შეაჩერე; შეიძლება შერცხვეს... არ ეცადო ყველაფრის უცებ გამოსწორებას, ეს შეუძლებელია, - არამედ თანდათანობით და ცოტ-ცოტა. თუ დაინახავ, რომ ის დასათრობად და უღირს ნადიმებზე მიდის, შეაჩერე და სანაცვლოდ სთხოვე, თუკი შენში რაიმე ნაკლს აღმოაჩენს, მოგეხმაროს და შეგაგონოს".65 ამასთან ერისკაცი არასდროს არ უნდა შეცბუნდეს თავისი მამხილებელი ქადაგების წარუმატებლობით.66 „ერთხელ უთხარი და არ გაიგონა? მაშ უთხარი მეორედ და მესამედ და იმდენჯერ, სანამ არ დაარწმუნებ".67 აუცილებელია მიიზიდო შენი ძმა „ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრებისკენ", თუნდაც ამისთვის დაგჭირდეს იძულება, ძალის გამოყენება, უსიამოვნება ან კამათში ჩართვა. თავის მხრივ, მოყვასის გამოსწორებისთვის ყველა ზომების მიღების შემდეგ, ერისკაცს უფლება არა აქვს მოვალეობის მოხდით დამშვიდდეს. ის დამნაშავე იქნება, თუ დამალავს თავისი ძმის ავადმყოფობას და ამის შესახებ არ ეტყვის მის განმკურნებლებს.68
63 იოან. 5, 19 ნაწ. I. VI, II 64 1 კორ. XXXII, 1. X, I 65 ებრ. XXX, 3. XII, I 66 მათ. LXXX, 3. VII, II 67 ქანდაკებებზე, XVI, 6. II, II 68 ბედისა და წინასწარცნობის შესახებ, III. II, II
წიგნიდან „მრევლის მონაწილეობა ეკლესიის ცხოვრებაში წმ. იოანე ოქროპირის სწავლებათა მიხედვით" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |