მთავარი > იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > "სქესობრივი აღზრდის" საფრთხე ჩვენს სკოლებში

"სქესობრივი აღზრდის" საფრთხე ჩვენს სკოლებში


22-11-2019, 22:30

 

   ამ ბოლო დროს პრესით, ტელევიზიით თუ რადიოთი სულ უფრო ხშირად ისმის საუბრები სკოლებში ახალი საგნების "მე და საზოგადოება" (III-IV კლასები) და "ჩვენი საქართველოს" (V-VI კლასები) შემოტანაზე. უკვე არსებობს მასწავლებლებისათვის დამხმარე სახელმძღვანელოები, რომლებშიც სხვა მრავალი საკითხის გვერდით შემოთავაზებულია, მაგალითად, შემდეგი მოსაზრებები: "მოდი, შევცვალოთ ცნობილი ზღაპრის პერსონაჟის სქესი", ან "შენ ხარ ბიჭი, მაგრამ გინდა იყო გოგო" ან პირიქით: "შენ ხარ გოგო და გინდა გახდე ბიჭი" და მისთ. თუ რა სულიერი სიმახინჯე იმალება ამ ფრაზების მიღმა, გონიერი ადამიანისათვის იოლი წარმოსადგენია.

   როგორც ჩანს, "ოჯახის დაგეგმარებისა" და სხვა მსგავსი საზოგადოებების მიერ რამდენიმე წლის წინათ სკოლებში უშედეგოდ განხორციელებული სექსოლოგიის საგნის შემოღების მცდელობის შემდეგ შეცვალეს ტაქტიკა. დღეს სექსოლოგიის გაკვეთილები სკოლებში სხვადასხვა შენიღბული სახელწოდებით სურთ შემოიღონ, რითაც ამ სწავლებას სავალდებულოს გახდიან.

   განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდებული საგნები, რომლებმაც, შესაძლოა, უზარმაზარი სულიერი და ფსიქიკური ზიანი გამოიწვიოს ბავშვებში, არ შეიძლება ისწავლებოდეს.

   ოჯახის დაგეგმარებისა და მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დღემდე მსოფლიოში არსებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მათი ლექციები, შეხვედრები, შემოთავაზებული ცხოვრების სტილი, ეთიკა, ნორმები... არსით ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ მსოფლმხედველობას.

   სქესობრივი განათლების ადეპტების ჩვეული მეთოდია "ცივილიზებული სამყაროსაკენ" გადამისამართება, ნიმუშის სახით ევროპული გამოცდილების გათვალისწინება. მაგრამ იქაც ყველა სახელმწიფო სხვადასხვაგვარად განიხილავს ამ საკითხს. დასავლეთში სხვადასხვა ტიპის სკოლები არსებობს. ზოგიერთ ქვეყნებში, მაგალითად, ჰოლანდიასა და შვეიცარიაში სქესობრივი აღზრდა სავალდებულო საგანი გახლავთ, მაგრამ აშშ-ს სკოლებში ის ძირითადად ნებაყოფლობით ისწავლება. იქ არსებული სქესობრივი აღზრდის მრავალწლიანი გამოცდილება სულაც არ იძლევა მაიმედებელ სტატისტიკას. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ისწავლებოდა ეს საგანი, საზოგადოება ამით არ გაჯანსაღებულა, პირიქით, მოსახლეობის მეოთხედი დაავადებულია სხვადასხვა ვენერიული დაავადებებით, რომლებიც სწორედ სქესობრივი ურთიერთობებით ვრცელდება. ქვეყანაში ბობოქრობს შიდსის ეპიდემია. სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულით კი აშშ-მ ბევრად გაუსწრო სხვა ქვეყნებს. მოზარდთა აბორტების რიცხვიც გაცილებით დიდია. შვედეთში კი, სადაც სქესობრივი აღზრდა კიდევ უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს, თვითმკვლელობის ფაქტები ყველაზე ხშირია. აშშ-ში სქესობრივი აღზრდის შემოღების შემდეგ აბორტების რიცხვმა 45%-ით მოიმატა. გაუპატიურების ფაქტები 6-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე თუნდაც რუსეთში. სტატისტიკის მიხედვით ყოველწლიურად ევროპაში 45-50 ათასი ვიჩ - ინფიცირებული ფიქსირდება. აშშ-ში შიდსისაგან ყოველ 15 წუთში იღუპება ერთი ადამიანი. ვიჩ - ინფიცირებულთა რიცხვი მოზარდთა შორის ორმაგდება ყოველ 14 წუთში. ყოველ 13 წუთში ერთი მოზარდი თინეიჯერი ავადდება რომელიმე ვენერიული დაავადებით. ფაქტები ადასტურებს, რომ "სქესობრივი განათლების" შემოტანით, პროვოცირებას ახდენენ ბავშვებზე, რათა ადრეული ასაკიდან დაიწყონ სქესობრივი ცხოვრება.

   ამდენად, გადამისამართება ევროპასა და ამერიკისკენ, როგორც ამ კუთხით დადებით მაგალითზე, არ გამოდგება.

   უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანები, ორგანიზაციები, სასწავლო დაწესებულებები თუ სხვა, რომლებიც დაჟინებით მოითხოვენ ამ საგნების შემოღებას ჩვენს სკოლებში:

   1) პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობენ ბავშვთა გარყვნის საქმეში;

   2) გააჩნიათ ფინანსური ინტერესი.

   ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ოჯახის დაგეგმარების საერთაშორისო ფედერაციას თავისი განშტოებებით აქვს. იგი სრულიად ოფიციალურად უჭერს მხარს ჰომოსექსუალიზმს და უარყოფს ოჯახის ცნებას. ამისი ნიშნები უკვე ნათლად ჩანს თუნდაც ზემოთ მითითებული ამონარიდებიდან. დღეს ჩვენ ვდგევართ ახალი სექსუალური რევოლუციის საფრთხის წინაშე, რომელიც აშკარად მიმართულია ოჯახისა და, მაშასადამე, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ.

   ბავშვთა გახრწნამ და შობადობის კონტროლმა საშინელ შედეგებამდე მიიყვანა ევროპული ცივილიზაცია. იმავე საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით ჩვენც.

   როგორც ცხადყოფს უცხოური გამოცდილება, არაფერი ისე ძლიერ ხელს არ უშლის მოსახლეობის გამრავლებას, როგორც "სქესობრივი აღზრდის" სწავლება სასწავლო დაწესებულებებში.

   ასეთ მეცადინეობებს თან ახლავს ე.წ. უსაფრთხო სექსის (პრეზერვატივების, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების) პროპაგანდა, რომლებმაც მოზარდი თურმე ვენერიული ეპიდემიისაგან უნდა დაიცვას. ყველაზე მთავარი, მათი პროპაგანდის ამოცანაა სქესობრივი ინსტიქტი ზეფასეულობად იქნეს მიჩნეული.

   ფსიქოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ადრეულ ასაკში "სქესობრივი განათლება" ბავშვს ადრეული სქესობრივი ცხოვრებისაკენ უბიძგებს. სულის წარწყმედის გარდა, ამას მივყავართ იმპოტენციამდე, მოზარდების ფეხმძიმობამდე, აბორტებამდე. მოგეხსენებათ, ადრეულ ასაკში აბორტებს განსაკუთრებით მძიმე შედეგი გააჩნია, როგორც წესი, მივყავართ უნაყოფობამდე ან ხეიბარი ბავშვების დაბადებამდე. გარდა ამისა, ის იწვევს ინტელექტისა და შემოქმედებითი უნარების დაქვეითებას, ოჯახური ცხოვრებისადმი ფსიქოლოგიურ უუნარობას, ოჯახური ცხოვრებისადმი ფსიქოლოგიურ უუნარობას, ჰომოსექსუალიზმისადმი მიდრეკილებას.

   შედეგად, ადამიანი განიხილება უბრალოდ ბიოლოგიურ მასად, მთლიანად უგულებელყოფილია ქრისტიანული ოჯახის, ქორწინების, ქალწულობის ინსტიტუტი, რაც არის ჯანსაღი სახელმწიფოს საწინდარი.

   ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ, ხშირ შემთხვევაში, მსგავსი მეცადინეობები ტარდება ბავშვების, მასწავლებლებისა და მშობლების თანხმობის გარეშე. მშობელთა წერილობითი თანხმობის გარეშე სექსოლოგიის გაკვეთილების ჩატარება - არის ოჯახის უფლებების დარღვევა ბავშვთა აღზრდა-განათლების საკითხში, რომელიც ისჯება კანონით. (საერთაშორისო სამართლებლივი დოკუმენტები ადამიანის უფლებების სფეროში. I ნაწილი. მუხლი 26. 27) ხოლო მშობელი სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან შეყვანილია შეცდომაში, მას უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს. მოსახლეობას სრული უფლება აქვს მთავრობასა და შესაბამის სტრუქტურებს მოსთხოვოს თავისი მორალური უფლებების დაცვა. ბავშვთა გახრწნის წინააღმდეგ ბრძოლისთვის აუცილებელია შეთანხმებული და ორგანიზებული მოქმედება, მტკიცე რწმენით, რომ ჩვენ ვიცავთ საკუთარ შვილებს, ოჯახს, ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას. სექს - განათლების ჩვენს ბავშვებზე თავსმოხვევის პროგრამა გახლავთ შვილების აღზრდაში ჩვენი უფლების შეურაცხყოფა. ამდენად, შეგვიძლია კანონმდებლობის ფარგლებში მივმართოთ მკაცრი თავდაცვის საშუალებებს, სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიანი.

   უნდა ვიცოდეთ, რომ არანაირი მეცნიერული საფუძვლები სქესობრივი სწავლების პროგრამას არ გააჩნია. მით უფრო ასეთი სახით. ამ ამოცანას ორი ათასი წლის მანძილზე შესანიშნავად აგვარებდა ეკლესია. სქესობრივი აღზრდა ოჯახში ბუნებრივად ხორციელდება, რომელიც კურთხეულია ეკლესიის მიერ.

   ყოველივე ეს ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას, ჩვენი ერის კულტურას, ჩვენს ფასეულობებს.

   გარდა ამისა, ძირითად სასკოლო საგნებში: ბიოლოგია, ზოოლოგია, ანატომია... ბავშვებს საკმარისი ცოდნა მიეწოდებათ ამ საკითხის შესახებ. ჩვენი საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოებები აცნობს მოზარდს ნამდვილი ვაჟკაცობის, ერთგულების, სიყვარულის, სიფაქიზის, იდეალების შესახებ, რომლებიც, სრულ წინააღმდეგობაშია იმ შეხედულებებთან, რომელთა შემოთავაზებაც ხორციელდება დღეს ოჯახის დაგეგმარების, განათლების სამინისტროსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.

   წმინდა წერილი ბრძანებს: "რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთა, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქული ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღვისასა" (მათ. 18. 6).

   ბავშვები უნდა აღიზარდონ რელიგიურ და ნაციონალურ ტრადიციებზე, ჯანსაღ ატმოსფეროში. მშობლები მოვალენი არიან შეუქმნან თავის შვილებს ზნეობრივად ჯანსაღი გარემო საკუთარ ოჯახში, საზოგადოებაში. ეს იქნება გარანტია საიმისოდ, რათა ბავშვი სრულფასოვანი მოქალაქე გახდეს.

   მშობლებმა ყურადღება უნდა მივაქციოთ სკოლებში მიმდინარე პროცესებს. არ მიუშვათ აღზრდა - განათლების პროცესი ვიღაცის ნებაზე. ეს ჩვენი უფლება და მოვალეობაა.

 

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება