მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > მადლი
მადლი4-01-2014, 00:06 |
„მადლი - ესაა უფლის ყოფნა ჩვენში. მადლი ადამიანის სულიერ ცხოვრებაში იგივეა, რაც ფიზიკურ ცხოვრებაში სუნთქვა. ადამიანი სუნთქვის გარეშე სხეულით მკვდარია, ქრისტიანიც მადლის გარეშე ქრისტიანი არაა, სულით მკვდარია".
* * * „მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს".
ნეტარი ავგუსტინე
* * * „ქრისტიანობაში ყველაფერი მადლითაა და არაფერია მადლის გარეშე. დაე, ყოველი ჩვენგანი ზრუნავდეს, რომ მოიხვეჭოს მადლი".
* * * ”ღვთის მადლი
თავისთავად მაცხოვნებელია, მაგრამ ის არ გვაცოცხლებს ჩვენი მცდელობის გარეშე".
წმიდა ტიხონ ზადონელი
* * * „მადლი არის უფლის ტალანტი, რომელიც ერთგულ და გულმოდგინე მონას ამდიდრებს, ორგულ და ზარმაცს კი დასჯის და განეშორება".
* * * „როგორც ცეცხლი ითხოვს შეშას, ასევე მადლიც - ჩვენს გულმოდგინებას, რათა აგიზგიზდეს".
* * * „მადლი არ განაქარვებს სიძნელეებს, არამედ - გვეხმარება მათ გადალახვაში".
წმიდა იოანე ოქროპირი
* * * „უფალი უხვად გვანიჭებს მადლს, მაგრამ ამაოდ არ ფანტავს მას".
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
* * * „მადლი, როგორც კი ნახავს, რომ ადამიანის გონებაში ეჭვი ჩნდება და იგი თავს აღიმაღლებს, მაშინვე უშვებს, რომ მის წინააღმდეგ გაძლიერდეს და განმტკიცდეს განსაცდელები, ვიდრე არ შეიცნობს იგი თავის უძლურებას და სიმდაბლით არ მიექცევა უფალს".
წმიდა ისააკ ასური
უკან დაბრუნება |