მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ხელმძღვანელთა მოვალეობა
ხელმძღვანელთა მოვალეობა14-07-2019, 00:02 |
ადვილად ნუ დაუჯერებ დამსმენს, არამედ ერთი ყურით უსმინე მას, მეორე კი - მოპასუხისათვის დაიტოვე.
წმიდა ტიხონ ზადონელი
მიწაზე მართლმსაჯულების აღმასრულებელს თვითონ უნდა ეშინოდეს - ზეცაში ღვთის მართლმსაჯულებისა.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
მრავალნი ადამიანებზე ბატონობენ და მეუფებენ, მაგრამ თვითონ საკუთარი ვნებების მონები და ტყვეები არიან.
წმიდა ტიხონ ზადონელი
როგორც საკმეველი კეთილსურნელებით ავსებს ჰაერს და გარშემომყოფებს ატკბობს, ასევე ღვთივსათნო ბატონი ანდა ქალბატონი ემსახურება გარშემომყოფთა აღზრდასა და ცხონებას.
წმიდა ბასილი დიდი
უმჯობესია, ხელქვეითებს უყვარდე, ვიდრე ეშინოდეთ, რადგან შიში სიცრუესა და პირფერობას ბადებს, სიყვარული კი - ჭეშმარიტებასა და გულმოდგინებას.
წმიდა დიმიტრი როსტოველი
ღატაკია ის მსაჯული, რომელიც ენითა და კალმით განსჯის ადამიანებს, თვითონ კი განუწყვეტლივ მხილებული და განსჯილია საკუთარი სინდისისაგან.
წმიდა ტიხონ ზადონელი
ღვთისმიერი წინაგანგებულებით ისეა მოწყობილი, რომ დედა ფუტკარს შხამი არა აქვს; რადგანაც მას რომ ის ჰქონოდა, ყველა ფუტკარს მოკლავდა. აი, მაგალითი უფროსთათვის! უფროსისათვის სრულიად დაუშვებელია, თავდავიწყებამდე მიეცეს მრისხანებასა და გაღიზიანებას, რათა თავისი მრისხანე თავდასხმით ყველა ურჩი არ დაღუპოს.
წმიდა დიმიტრი როსტოველი
ცუდი და უაზროა ადამიანებზე მბრძანებლობა, როცა თვითონ ვნებებისგან ხარ შეპყრობილი.
წმიდა ტიხონ ზადონელი
ხარისხი ანდა პატივი ქრისტიანისათვის უღელია, რომელიც ღვთის სახელის სადიდებლად და მოყვასის სასარგებლოდ უნდა დაიდგას.
წმიდა ტიხონ ზადონელი
ჯერ საკუთარი თავის მართვა უნდა ისწავლო, შემდეგ კი - სხვებისა.
წმიდა ტიხონ ზადონელი
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |