მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ჭეშმარიტება

ჭეშმარიტება


13-08-2019, 00:02

ჭეშმარიტება

 

   განუსჯელად გამოყენებული ჭეშმარიტება შესაძლოა, ბოროტმოქმედების მიზეზად იქცეს. ზოგიერთი ჭეშმარიტების სახელით ბოროტებას აღასრულებს.

 

მამა პაისი მთაწმინდელი

 

 

   გზაშეცთომილისთვის ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზის ჩვენება ყოველ პატიოსანსა და კეთილ ქრისტიანს ძალუძს. ცხონების საშუალებები ისეთივე აურაცხელია, როგორც შემთხვევები დაცემისა. აქ საჭიროა გზაშეცთომილსა თუ უბედურს სუფთა გული ვაჩვენოთ და უანგარო დამოკიდებულება. სიამაყით, გახმაურებით ნუ გადაუგდებ გაჭირვებულს შენს დახმარებას, და იგი ადრე თუ გვიან დაგიმეგობრდება. თავდაპირველად ბეღურასავით გაუბედავი იქნება, კაკანათის რომ ეშინია, ხოლო შემდეგ კი შენთან ერთად შეუშინდება ღმერთს, ისაუბრებს ღმერთზე, მარადისობაზე, მისთვის სამზადისზე.

 

სულიერი მარგალიტი

 

 

   ეძიებდე ჭეშმარიტებას - ნიშნავს, ეძიებდე სიყვარულს.

   ეძიებდე ჭეშმარიტებას, რათა იგი იარაღად აქციო - ნიშნავს, ეძიებდე ჭეშმარიტებას მრუშობისათვის; და ვინც მას ამ მიზნით ეძიებს, ჭეშმარიტება მას უგდებს ძვალს, თვითონ კი მისგან ცხრა მთას იქით გარბის; ცხრა მთას იქით, საყვარელნო!

 

წმიდა ნიკოლოზ სერბი

 

 

   ვინც არ იცის ჭეშმარიტება, ვერც ჭეშმარიტად ირწმუნებს, რადგანაც, ბუნების კანონის თანახმად, ცოდნა წინუძღვის რწმენას.

 

წმინდა მარკოზ განშორებული

 

 

   ვისაც არ უყვარს ჭეშმარიტება, მას ჯერ კიდევ არ შეუცნია იგი.

 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

 

   კარგი გონებისათვის სხვათა განსჯისას ბუნებრივია ჭეშმარიტების და არა - სიტყვის სიყვარული.

 

ნეტარი ავგუსტინე

 

 

   საქართველომ ყველგან უნდა იქადაგოს ჭეშმარიტება, მაგრამ ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, ჯერ ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რა არის ჭეშმარიტება, სად არის სიკეთე და სად - ბოროტება.

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

 

 

   ჭეშმარიტება მოკლედ, ლამის სიტყვაძუნწადაა მოცემული საღმრთო წერილში. შენც ნუ შეუდგები ვრცელ, სიტყვამრავალ კვლევა-ძიებას!

 

წმიდა ეფრემ ასური

 

 

   ჭეშმარიტების მაუწყებელი თავის სიწრფელეს აცხადებს, ცრუმოწმე კი - თავის სიყალბეს.

 

იგავნი სოლომონისა, 11-13

 

 

  

   ჭეშმარიტების შეცნობა სხვა არაფერია, თუ არა საღმრთო მადლის ჯეროვანი მიღება... ქრისტიანისათვის შეუძლებელია ღვთის წყალობის მოპოვება, თუკი არ შეიცნობს ამ მადლს... სხვა რამ სახითა და საშუალებით ვერავინ იხსნის თავს და ვერ ცხოვნდება; ცხოვნებისათვის ყოვლად აუცილებელია საღმრთო მადლის შეძენა, რომელმაც საბოლოოდ უნდა განაღმრთოვოს ადამიანი, ანუ ღმერთად აქციოს მადლის მიერ.

 

წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება