მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > წუთისოფელი

წუთისოფელი


18-07-2019, 00:02

წუთისოფელი

 

   ამ სოფელში ჩვენი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა განუწყვეტელი მოგზაურობა მომავალ ცხოვრებაში.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   ვერავინ მიუახლოვდება ღმერთს, თუ ამ სოფელს არ განეშორება.

 

წმიდა ისააკ ასური

 

 

   ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამქვეყნიურს რასმე; ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში.

   ვინაიდან ამ ქვეყნად ყველაფერი - გულისთქმა ხორცის გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, - მამისაგან კი არ არის, არამედ ამ ქვეყნისაგან.

   ეს ქვეყანაც გარდავა, და მისი გულისთქმანიც, ხოლო ღმრთის ნებისმყოფელი წარუვალია უკუნისამდე.

 

პირველი იოანესი, თ. 2-3

 

 

   რამდენადაც ადამიანი ამსოფლიურ ნუგეშს მოიკლებს, იმდენად მეტ ღვთიურ სიხარულს მიიღებს სულიწმიდის მადლით.

 

წმიდა ისააკ ასური

 

 

   როგორც ღამე ვერ ჩააქრობს ვარსკვლავებს ცაზე, ასევე სოფლის არაწმიდება ვერ დაახშობს მორწმუნეთა გონებას, რომელიც ღვთის სიტყვით არის განმტკიცებული.

 

ნეტარი ავგუსტინე

 

 

   სამყარო არ არის ის წინამძღოლი, რომელსაც უნდა გავყვეთ, არამედ მტერია, რომელზეც ღვთის შვილებმა უნდა გაიმარჯვონ: „ყოველი, რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, სძლევს სოფელს".

 

1 იოანე 5, 4

 

 

   სიამოვნების წყურვილით დაუძლურებული სული უნებისყოფო და მხდალია. ტკბობისას ერთი და იგივე მექანიზმი მოქმედებს: ჭკუა ქრება, ადამიანი თავისი ქვეცნობიერების ბნელ სიღრმეებში იძირება და იქ ეგზემით დაავადებული კანის ქავილის მსგავს ერთგვარ ტკბობას შეიგრძნობს. გემრიელ საჭმელს მივირთმევთ, თუ ლეონარდო და ვინჩის ნამუშევრებს ვათვალიერებთ, მგრძნობელობით ტკბობასთან სამშვინველის „შერწყმის" ეს მომენტი ყოველთვის ერთნაირია. ტკბობისას, ჩვეულებრივ, ნება დამბლავდება. ნება და ტკბობა ეს ანტიპოდებია. ამიტომ ტკბობის კულტს ამქვეყნის მონობასთან მივყავართ.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

   სოფელი ადამიანს იმას სთავაზობს, რაც გააჩნია, რაც თავისი არსებობის მანძილზე დააგროვა - ამპარტავნების შხამს, ავხორცობასა და სიძულვილს.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

   ჩვენი მიწიერი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა - განუწყვეტელი და გამუდმებული მიახლოება ღმერთთან.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   ჩვენ კი, თავს ღვთის მონას რომ ვუწოდებთ, ხშირად ვცრუობთ: ჩვენ სხვა ბატონის მონები ვართ, მისი სახელია - წუთისოფელი! მისდამი სამარცხვინო მონობას კი პირმოთნეობა ჰქვია.

 

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება