მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ცრუმოძღვრება

ცრუმოძღვრება


8-05-2019, 23:07

ცრუმოძღვრება

 

ახლა ისეთი პერიოდია, როცა ძალიან აქტიურად შემოდის სხვადასხვა მოძღვრება უცხოეთიდან. მაგრამ ქართველმა ერმა უნდა დაინახოს, თუ რა არის ჩვენთვის მისაღები და სასარგებლო, და რა არაა სასარგებლო, რა უნდა მივიღოთ და რა არ უნდა მივიღოთ. ქართველმა კაცმა უნდა გაარჩიოს თეთრი და შავი, ანუ რომელია ის გზა, რომელსაც ადამიანი მიჰყავს ჯოჯოხეთში და რომელია გზა, სასუფეველისაკენ. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ სასუფეველიცა და ჯოჯოხეთი აქ, დედამიწაზე იწყება.

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

 

 

   დაიცავი გონება და გული ცრუმოძღვრებათაგან. ნუ ისაუბრებ ქრისტიანობის შესახებ ცრუ აზრებით მოწამლულ ადამიანებთან. ნუ წაიკითხავ ცრუმოძღვართა მიერ ქრისტიანობის შესახებ დაწერილ წიგნებს. ჭეშმარიტებაში სული წმიდა მკვიდრობს - სული ჭეშმარიტებისა. სიცრუეში ეშმაკის სული მკვიდრობს და მოქმედებს. იგი არის სიცრუე და მამა სიცრუისა.

 

წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

 

   ვიცი მამაო მფლობელო, რამეთუ დაშრიტე ცეცხლი იგი მათი სრულიად, რომელსა ესვიდეს უსჯულონი იგი; არამედ მოგვმადლენ უფალმან, რათა აღტყინებულიცა იგი უჩინო ცეცხლი, რომელ აღუგზნიეს შენთვის ეშმაკსა განსაცდელად დაშრიტო ადვილად. არა უმეცარ არს სიწმიდე შენი, რამეთუ მრავლითა ჭირითა გვიღირს შესვლად სასუფეველსა ღუთისასა. ხოლო ნუ შეძრწუნდები მათისა მისგან მოძღურებისა, ვინადგან იტყვს მოციქული, ვითარმედ „მაჭირვებელთა თქუენთა ჭირი ეგე შენი, მათი დაცემა და განბნევა".

 

ეპისკოპოსი აბიბოს ნეკრესელი

 

 

   თითოეული ცრუსწავლება სამშვინველის ამბოხია (უფრო სწორად მშვინვიერი ვნებების, უპირველესად კი სიამაყის და ჟინისა) სულის წინააღმდეგ, სამშვინველისა, რომელიც მოკავშირედ ფანტაზიას უხმობს და დემონურ ძალებთან შეერთებით, თავისი გამომგონებლური ევრისტიკის და ემოციების მეშვეობით ერთგვარ ზღაპრულ ციხე-კოშკში ის სიკვდილამდე ცხოვრობს.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

   მართლმადიდებლობის გარდა ამქვეყნად არსებული ყველა რელიგია მცდარია და ვერ აცხოვნებს ადამიანს. მცდარი რელიგია დასცინის კაცს. თითოეულ ჩვენთაგანს გარდაცვალებისთანავე გაუცხადდება, რამდენად მყარია ის, რასაც მიანდო თავისი სასოება. როგორ შეძრწუნდებიან ისინი, ვინც იხილავს მაშინ, რომ მოტყუვდა არჩევანში.

 

წმიდა თეოფანე დაყუდებული

 

 

   მართლმადიდებლური ეკლესიიდან განდგომილებმა სიცოცხლეც რომ შესწირონ ქრისტეს სახელის აღსარებას, მათი ცოდვა სისხლითაც კი არ ჩამოირეცხება. წარუშლელი და უმძიმესია განხეთქილების დანაშაული და არ იწმინდება თვით მოწამეობითაც კი.

 

წმიდა ირინეოს ლიონელი

 

 

   უფრთხილდი მწვალებლური სწავლებების კითხვას, რამეთუ ყველაზე მეტად ეს ამხედრებს გმობის სულს შენს წინააღმდეგ.

 

წმიდა ისააკ ასური

 

 

   ჩვენი ცხოვრების მტერმა - ეშმაკმა დაბადა მრავალი ცრუ მოძღვრება, ერესი, სექტა და განხეთქილება, რომელთა მეშვეობითაც სამუდამოდ აშორებს ადამიანებს უფლისაგან.

 

წმიდა იოანე კრონშტანდტელი

 

 

   ძლევის გარეშე - არ არის და არც შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანობა! ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ერთი გზა ათასნაირ მოდერნისტულ სექტასთან, არც ეკუმენიოსტებთან, არც ნეო-ჰილიასტებთან.

   ჩვენი სარწმუნოებაა - წმინდა მოღვაწეთა სარწმუნოება - „რწმენა სამოციქულო, რწმენა მამობრივი, რწმენა მართლმადიდებელი". განუხრელად მას და მხოლოდ მას მოვეჭიდებით ცბიერი დღეების განცდისას! - ამინ.

 

მთავარეპისკოპოსი ამბერკი

 

 

   ხოლო სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი, და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთ მოძღვრებას.

   ცრუმეტყველთა თვალთმაქცობისამებრ, რომელთაც დაჰფერფლეს თავიანთი სინდისი.

   და რომელნიც კრძალავენ ქორწინებასა და იმის ჭამას, რაც შექმნა ღმერთმა, რათა მორწმუნენი და ჭეშმარიტების მცოდნენი მადლიერებით ჭამდნენ.

   რადგანაც კეთილია ღმერთის ყოველი ქმნილება, და არ არის უარსაყოფი, თუკი მიიღება მადლიერებით.

   ვინაიდან განიწმინდება ღმრთის სიტყვითა და ლოცვით.

 

პირველი ტიმოთეს მიმართ, თ. 3-5

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება