მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, შური, მთავარი გვედის ფოტო > შური

შური


11-07-2019, 23:29

 

 

   და გამოიტანს ნათელივით სიმართლეს შენსა და შენს სამართალს - შუადღესავით.

   დაემორჩილე უფალს და დაელოდე მას. ნუ შეგშურდება თავის გზაზე წარმატებულის, კაცისა, რომელიც ბოროტს იზრახავს.

 

ფსალმუნნი 34-36

 

 

   დემონს თავისი მსგავსი დემონისა არ შურს, არც - სხვა ეშმაკისა; შენ კი, ადამიანო, გშურს ადამიანისა, შენივე თანატომელისა და თანამოძმის წინააღმდეგ აღმდგარხარ, რასაც არ აკეთებს ეშმაკიც! რა შენდობა გექნება, ანდა - რა გამართლება!

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   ვინც შური მოიპოვა, მასთან ერთად მოიპოვა დემონიც.

 

წმიდა ისააკ ასური

 

 

   თუ ძაღლებს აჭმევენ, ისინი მორჩილნი ხდებიან; როდესაც ლომს უვლიან, თვინიერდება; შურიანები კი უფრო მეტად მძვინვარდებიან, როდესაც მათ სიკეთეს უკეთებენ.

 

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

 

   მოშურნე სხვის უბედურებას საკუთარ ბედნიერებად მიიჩნევს, სხვის კეთილდღეობას კი - საკუთარ წარუმატებლობად.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   ნუ გშურს ცოდვილის დიდება, რადგან არ იცი, როგორი იქნება მისი ბოლო.

 

სიბრძნე ზირაქისა, თ. 9-10

 

 

   ნუ წაართმევ შურით აღვსილი ვინმეს იმას, რაც მისთვის ღმერთს მიუცია და ნურაფერს მიითვისებ ამპარტავნებით, რამეთუ არავის ძალუძს რაიმეს მოპოვება, თუკი ღმერთი არ უბოძებს, რადგან ყოველი ძალაუფლება და პატივი ღვთისგანაა.

 

წმიდა დიმიტრი როსტოველი

 

 

   როგორც იქედნე დაბადებისას მშობელს კლავს, ასევე შურიც ღრღნის სულს, რომელიც მას აწვალებს.

 

წმიდა ბასილი დიდი

 

 

   როგორც ჟანგი ჭამს რკინას, ასევე შური - სულს, რომელშიც იგი ცხოვრობს.

 

წმიდა ბასილი დიდი

 

 

   როდესაც ხედავ სიმდიდრეს ანდა - დიდებას, ან - საერო ხელმწიფებას, იფიქრე იმაზე, რომ ისინი ხრწნადია და საცდურს თავს დააღწევ.

 

წმიდა ნილოს სინელი

 

 

   ღარიბი იმდენად არ არის განაწყენებული თავისი სიღარიბით, რამდენადაც - შურიანი - მოყვასის კეთილდღეობით; რა შეიძლება იყოს ამაზე საძაგელი?

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   ხესა და შალს მატლი და ჩრჩილი ისე ვერ ჭამს, როგორც შურის სიმხურვალე ადნობს მოშურნის ძვლებს და მათ ჯანმრთელ სულებს წამლავს.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   ყველა სნეულებას და მათ შორის შურსაც, თავისი წამალი აქვს, - წამალი შურისა ქრისტეს სიყვარულია. შურსა და სიძულვილს ქრისტიანული სიყვარული აუძლურებს.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   შური ამპარტავნების შვილია; მოუკალი დედა და შვილიც მოკვდება.

 

ნეტარი ავგუსტინე

 

 

   შურიანი არაფრით განსხვავდება ადამიანისაგან, რომელიც არაფრით არაა დაფარული და რომელსაც ყველანი ისრებს სტყორცნიან.

 

წმიდა ბასილი დიდი

 

 

   შურიანი საკუთარ თავს მეტად ვნებს, ვიდრე იმას, ვისიც შურს.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   შური არის მწუხარება, რომელსაც კაცი მაშინ განიცდის, როდესაც მოყვასის სიკეთეს, წარმატებასა და ბედნიერებას ხედავს.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   შური არის მწუხარება სხვის სიკეთეზე.

 

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

 

   შური სიხენეშისა დააბნელებს სულსა.

 

სოლომონ ბრძენი

 

 

   შური უსამართლო ვნებაა, რადგან აღაშფოთებს ყველა კეთილის სიმშვიდეს, და სამართლიანიცაა, რადგან აშრობს მის საკვებს.

 

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

 

   შური ჩრჩილს ჰგავს, რომელიც იმ სამოსს აფუჭებს, რომელშიც დაიბადა. ასევე იგი წამს იმ გულს, რომელშიც იბადება.

 

წმიდა დიმიტრი როსტოველი

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 

 


უკან დაბრუნება