მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > შრომა
შრომა11-08-2019, 23:03 |
გინდა შრომის გარეშე ქმნა სიკეთე? იფიქრე, რომ შრომა დროებითია, ხოლო ჯილდო კი მარადიული.
წმიდა ნილოს სინელი
დიდი შრომა არ არის საჭირო საძირკვლის ჩასადებად, ძნელი შენობის დასრულებაა და რაც უფრო მაღლა აღიმართება შენობა, მით მეტ სიძნელეებს გამოუჩენს იგი მშენებელს საქმის დასრულებამდე.
წმიდა ეფრემ ასური
ვერ აღმოცენდება ნათესი მიწისა და წყლის გარეშე; ვერც ადამიანი ჰპოვებს სარგებელს ნებაყოფლობითი შრომისა და ღვთის შეწევნის გარეშე.
წმიდა მარკოზ განშორებული
ვიდრე ამქვეყნად - ხორცში ვიმყოფებით, სათნოების საშუალებით ზეცის კამარამდე რომც ავმაღლდეთ, საქმისა და შრომის, საზრუნავის გარეშე ვერ დავრჩებით.
წმიდა ისააკ ასური
თუ ხარ ცოდნისმოყვარული, იყავი შრომისმოსიყვარულეც, რამეთუ მარტოოდენ ცოდნა ადამიანს მედიდურს ხდის.
წმიდა მარკოზ განშორებული
მშობლები, რომლებიც ფიზიკური შრომისათვის ვერ იმეტებენ პატარებს, სინამდვილეში დიდ ბოროტებას სჩადიან, რადგან შვილებს, როგორც ოჯახისთვის, ისე, საერთოდ, ცხოვრებისათვის მოუმზადებელს ზრდიან.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
როცა ღვთისმოსაობით შრომობთ და ლოცვით მოქმედებთ, აკურთხებთ საკუთარ თავს და აკურთხებთ ყველაფერ იმასაც, რასაც აკეთებთ, როცა გონება ღმერთშია დაუნჯებული, ადამიანი აკურთხებს თავის სამუშაოს, თავის ხელსაქმეს.
მამა პაისი მთაწმინდელი
სიჭაბუკის ჟამს შეკრებილი შრომა სიბერეში მოუძლურებულს გამოკვებავს და ნუგეშს სცემს, მხურვალედ ვიღვაწოთ, ჭაბუკნო, და სიფხიზლით კეთილად ვისწრაფვოდეთ, რადგან სიკვდილის ჟამი არავინ იცის.
ღირსი იოანე სინელი
ღვთის განგებულებით მოულოდნელად მოწეული განსაცდელი გვასწავლის, ვიყოთ შრომისმოყვარულნი და უნებლიეთ მივყავართ სინანულისკენ.
წმიდა მარკოზ განშორებული
ღირსია მაშვრალი თავისი საზღაურისა (ლუკ. 10, 7).
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ღმერთმა ადამიანი შრომისათვის შექმნა და მისცა მას ამისთვის აუცილებელი ორგანოები; აქედან გამომდინარე, უსაქმური ღვთის წესრიგიდან და ქმნილების მიზნიდან გადახვევაა.
წმიდა იოანე ოქროპირი
შენი გულისმიერი შრომა უნდა მდგომარეობდეს მოუკლებელ ლოცვაში. თუ გინდა ამას მიაღწიო, დაუდე სათავე ამ შრომას, ვიდრე ღმერთს და იგი გაკურთხებს შენ ამ მიზნის მისაღწევად.
ბარსანოფი და იოანე
შრომა კეთილმდგომარეობის საძირკველია და შრომის გარდა სხვა საშუალება არ არსებობს, რომ კაცმა ბედნიერება და კეთილდღეობა მოიპოვოს. ღმერთმა კაცი ქვეყანაზე შრომისა და გარჯისათვის დაბადა. კაცმა თავისი ბუნების ყველა საჭიროება და მოთხოვნილება შრომით უნდა დაიკმაყოფილოს, ხოლო ამისთვის მას ღმერთი შობიდანვე რომელიმე ნიჭს ან ღონეს აძლევს, რომ შრომა შეძლოს.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |