მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > შთამომავლობა (შვილები)
შთამომავლობა (შვილები)10-07-2019, 00:02 |
ბავშვებისადმი უდიდესი გაუფრთხილებლობაა მხოლოდ მათთან გართობა ან მათით გართობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დგება დრო, რომ გართობაზე მეტად მათ სწავლაზე უნდა იზრუნონ.
წმიდა დიმიტრი როსტოველი
ბრიყვი შვილი მამის დარდია და დედის ნაღველი.
იგავნი სოლომონისა, თ. 17-18
ბრიყვი შვილი მშობლის სადარდებელია და ვერც უკუღმართის მამა გაიხარებს.
იგავნი სოლომონისა, თ. 17-18
ბრძენი შვილი მამას ახარებს და უგუნური შვილი დედის დარდია.
იგავნი სოლომონისა, თ. 17-18
ვინც ზაფხულში აგროვებს, გონიერი შვილია, ხოლო ვისაც სამკალში სძინავს, სამარცხვინო შვილია.
იგავნი სოლომონისა, თ. 17-18
თუ ვიფიქრებთ, რა გააკეთეს ჩვენთვის ჩვენმა მშობლებმა, თავზარდაცემულნი დავრჩებით ჩვენი ვალის განუსაზღვრელობით.
წმიდა ამბროსი მედიოლანელი
მამის სირცხვილია უზრდელი ვაჟიშვილის ყოლა, ქალიშვილი საზარალოდ იბადება. გონიერი ასული ქმარს შეიძენს, ურცხვი კი მშობლის დარდია. უტიფარი ქალი არცხვენს მამასაც და ქმარსაც, და ორივესგან შეძულებული იქნება.
სიბრძნე ზირაქისა, თ. 20-22
მოხუცთა გვირგვინი შვილთა შვილებია, შვილთა დიდება კი მათი მამებია.
იგავნი სოლომონისა, თ. 17-18
როგორ გეყოლებათ წესრიგში შვილები, თუ თვითონ უწესრიგო ცხოვრებას ეწევით.
წმიდა ბასილი დიდი
სიყვარულით უნდა აღვზარდოთ და სიყვარული უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
უვარგის შვილთა სიმრავლეს ნუ ისურვებ, და ნურც ურჯულო ვაჟებით ხარობ. მათი გამრავლება ნუ გაგახარებს, რადგან არა აქვთ შიში უფლისა. არ ირწმუნო მათი სოცოცხლე და ნუ დაენდობი მათ სიმრავლეს, რადგან ზოგჯერ ერთი სჯობს ათასს და უშვილოდ გადაგება - ურჯულო შვილთა ყოლას. რადგან ერთი გონიერისაგან ქალაქი აშენდება, ურჯულოთა ტომი კი მოოხრდება.
სიბრძნე ზირაქისა, თ. 14-16
ჭურჭელი არ კარგავს თავის სურნელებას - ცუდს თუ კარგს - რითაც იყო იგი სავსე. ასევეა ბავშვის აღზრდაც! ამიტომ აუცილებელია, მას ბავშვობიდანვე ვასწავლოთ სიკეთე.
წმიდა დიმიტრი როსტოველი
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |