მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > შეცნობა თავისა

შეცნობა თავისა


9-07-2019, 00:01

 

   არავინაა უფრო მეტი მტერი ადამიანისა, ვიდრე - თავად ის.

 

წმიდა მარკოზ მოსაგრე

 

 

   არა მხოლოდ ადამიანთა შორის უნდა ვეძიოთ მშვიდობის კავშირი, არამედ საკუთარ სხეულშიც, საკუთარ სულშიც და საკუთარ სამშვინველშიც.

 

წმიდა ნილოს სინელი

 

  

   არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე იცოდე საკუთარი უძლურება და უცოდინრობა, და არაფერია იმაზე უარესი - ვიდრე არ იცოდე ეს.

 

წმიდა პეტრე დამასკელი

 

 

   არაფერია სახელოვანი იმ გამარჯვებაზე - საკუთარ თავზე რომ მოიპოვებ.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   „განვიცადე თავი ჩემი და გამიკვირდა" - ამბობს ბრძენი - წინასწარმეტყველი დავითი. ადამიანზე უსაკვირველესი არსთა შორის არაფერი გამოჩენილა; - თუმცა პატარა არსებაა გვამით ადამიანი, მაგრამ მთელი ცა და ქვეყნის არსებულ გვამთა ნაწილები ადამიანში საიდუმლოებით არსებობს. ყველა ის მოვლენანი, რაც ხდება ცა და ქვეყნის მოძრაობაში, უნაკლულოდ იგივეობა ხდება, ბუნებურ წეს-კანონთა დამოკიდებულებით ადამიანში.

 

წმიდა ალექსი ბერი

 

 

   ვერ დაიმკვიდრებ ცათა საუფეველს, თუ არ გახდები მეუფე საკუთარი ავხორცობისა და ზრახვებისა.

 

წმიდა დიმიტრი როსტოველი

 

 

   ვინც საკუთარი თავი სინამდვილეში იცის, იგი საკუთარ თავზე მდაბლად ფიქრობს და არ ტკბება ადამიანების ქებით.

 

სულიერი მარგალიტი

 

 

   ვინც საკუთარი თავის ნახვას ეღირსა, იმაზე მაღალია, ვინც ანგელოზების ხილვის ღირსი გახდა.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   მანამ არ დაიძინო, ვიდრე არ გაანალიზებ ცოდვებს, რომლებიც დღის განმავლობაში ჩაიდინე.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   საჭიროა რათა გამჭოლი დაძაბული მზერით იხედებოდე შენს შინაგან სამყაროში, რათა იცნოთ შემომავალნი. როგორც კი მიხდვები, მაშინვე წინააღდგომით შემუსრე გველის თავი. და მთელი სულთქმით შეჰღაღადე უფალს. მაშინ ისწავლი, როგორ შეიძლება მივიღოთ შეწევნა უფლისაგან.

 

ისიხი იერუსალიმელი პრესვიტერი

 

 

   შენ გინდა იცოდე, რამდენად უკეთესი გახდი? გამოსცადე თავი, რამდენად ცუდ ადამიანად გრძნობ თავს. რაც უფრო ნათელია გამოხედვა, მით უფრო ნათლად ხედავ ღვთის დიდებას და საკუთარ ცოდვილობას.

 

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 

 


უკან დაბრუნება