მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ღმერთი და ღვთისმსახურება
ღმერთი და ღვთისმსახურება7-07-2019, 23:18 |
არ არსებობს სახელი, რომელიც სრულყოფილად გამოხატავს უფალს: ასევე შეუძლებელია, სრულყოფილად ჩავწვდეთ მას.
წმიდა იოანე ოქროპირი
არაფერი ისე არ სძულს ღმერთს, როგორც უსჯულო, ტკბობას მიცემული სიბილწე და ის ადამიანი, ვინც უწმინდურ გულისსიტყვებთან მრუშობს, მკვდარი ძაღლივით ერთიანად ყარს.
იოსებ ათონელი
აღსარება და ზიარება არსით ყველაზე აღმატებულია ყოველგვარ ღვთიურ ნიჭთაგან. ამასვე განეკუთვნება წმიდა წერილები.
წმიდა ბარსანუფი დიდი
გახსოვდეს ღმერთი, რათა მას ყოველთვის ახსოვდე შენ.
წმიდა ისააკ ასური
ყველაზე იოლია, მოატყუო საკუთარი თავი და ქედმაღლობდე ცარიელი დიდებით და შენს თავს რაღაცად თვლიდე, როცა არაფერი ხარ.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
ერთი თვალით ღვთის გულმოწყალებას უმზირე, მეორეთი კი - მის სამართალს.
წმიდა ტიხონ ზადონელი
ვისი გონებაც მიჯაჭვულია რომელიმე მიწიერი საგნისადმი, მას არ უყვარს უფალი.
წმიდა მაქსიმე აღმსარებელი
თავიდან პატივი მივაგოთ უფალს, ხოლო შემდეგ უკვე სხვა დანარჩენზე ვიზრუნოთ.
წმიდა იოანე ოქროპირი
თვით უმცირესი ჩიტუნაც კი არ არის მამაზეციერისგან მივიწყებული.
წმიდა ტიხონ ზადონელი
თუკი უფალი გადადებს თავის სასჯელს, მაშინ შენ ნუ გადადებ შენს გამოსწორებას.
ნეტარი ავგუსტინე
ისე არაფერი ესათნოება უფალს, როგორც - მადლიერება.
წმიდა იოანე ოქროპირი
ის, ვინც ღვთის გულმოწყალების მისაღებად არ ზრუნავს, ღვთის სამართალს თავის თავზე შეიცნობს.
წმიდა ტიხონ ზადონელი
ნეტავ ადამიანმა ისე დააფასოს ღმერთი, რა პატივშიც იმყოფება იგი ღმერთისაგან.
წმიდა ტიხონ ზადონელი
ნუ ეცდები ღვთის ღრმად გამოკვლევას, უფრო მეტად ეცადე, მიემსგავსო მას.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
როგორც სულს გაყრილი სხეული კვდება, ასევე სული კვდება ღმერთთან ერთობის გარეშე.
ნეტარი ავგუსტინე
რაც ჩვენთვის სასარგებლოა, სწორედ ის სურს ღმერთს და რაც ღმერთს უნდა, ჩვენთვის სასარგებლოა.
წმიდა იოანე ოქროპირი
როდესაც ამბობ: ღმერთი კაცთმოყვარეაო და ამიტომ არ დაგვსჯის, მაშინ შენი ნათქვამიდან ისე გამოდის, რომ თითქოს ის კაცთმოყვარე აღარ იქნება, თუ დაგვსჯის.
წმიდა იოანე ოქროპირი
როცა უფალი აწესრიგებს, მაშინ ძნელიც ადვილი ხდება.
წმიდა იოანე ოქროპირი
სადაცა ენებოს ღმერთსა, იძლევის წესი ბუნებათა.
ბერი პორფირი
საერთოდ, ღმერთი გვირგვინით ამკობს მოღვაწეებს მათი განწყობის და არა ღვაწლის აღსასრულის მიხედვით.
წმიდა იოანე ოქროპირი
უფალი გვიგზავნის უხვ ძღვენს უმეტესი სიამოვნებით, ვიდრე - ჩვენ ვღებულობთ მას.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
უფალი მაშინ გვიახლოვდება, როცა თავად ვუახლოვდებით მას. „ვინ ისმინოს ხმისა ჩემისა" ამბობს იგი, „შევალ მასთან".
აპოკ. 3, 20
უფალი ყველაფერს ავსებს და ყველაფრის გარეთ არსებობს.
წმიდა იოანე დამასკელი
უფალი ყოველ ადგილას არის, მაგრამ არც ერთ მათგანში არ მდგომარეობს.
წმიდა კირილე იერუსალიმელი
უფალი შეუძლებელს არაფერს გვთავაზობს, არამედ მხოლოდ იმას, რისი მიღწევაც შესაძლებელია.
ნეტარი იერონიმე
უფალო, ჩვენო მბრძანებელო! რაოდენ დიდია შენი სახელი მთელს ქვეყანაზე.
ფსალმუნნი 7-9
უფლის სახელი მტკიცე გოდოლია; მართალი შეაფარებს თავს და გადარჩება.
იგავნი სოლომონისა, თ. 17-18
უფლის ხსოვნა სუნთქვაზე აუცილებელია.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
ღვთის შესახებ სიტყვა რაც უფრო სრულყოფილია, მით უფრო მიუწვდომელია იგი.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
ღმერთზე საუბარი - დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმედა ღმერთისათვის.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
ღმერთთან ახლოს ან შორს ყოფნა თავად ადამიანზეა დამოკიდებული, ვინაიდან უფალი ყველგან არის.
წმიდა იოანე ოქროპირი
ღმერთი არის უმაღლესი გონება და, ამავე დროს, საწყისი ყოველი გონიერი ბუნებისა და აზრისა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ღმერთია ჭეშმარიტი სილამაზე, ადამიანის ჭეშმარიტი სილამაზე - ეს ღვთივმსგავსებაა.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
ღმერთი სულ ყველგანაა, სულ ყველაფერშია, ერთნაირად - დიდშიც და პატარაშიც, და სულ ყველაფერზე აღმატებულია.
წმიდა იოანე ოქროპირი
ღმერთს ჩვენ ლოცვა-ვედრებებში ვესაუბრებით, ღმერთი კი თავისი წმიდა წერილით გვესაუბრება.
ნეტარი ავგუსტინი
ღმერთში მშვიდი ბრძენზე უბრძენესია და გულით მდაბალი - ძლიერზე უძლიერესი, რამეთუ ისინი გონივრულად ატარებენ ქრისტეს უღელს.
წმინდა მარკოზ განშორებული
ყოველი სათნოების საწყისი არის უფალი, როგორც დღის სინათლისა - მზე.
წმიდა მარკოზ მოსაგრე
ყოველჟამს გაიხსენე ღმერთი და იგი გაგიხსენებს მაშინ, როცა თავს უბედურება დაგატყდება.
წმიდა ისააკ ასური
შენ იზრუნე ღვთისაზე და ღმერთიც იზრუნებს შენსაზე.
წმიდა იოანე ოქროპირი
შეუცნობელია განგება ღვთისა. ადამიანის გონება, მისი გული ვერასდროს მიწვდება ღვთის განგებას, ვერ გაიგებს თუ რატომ ხდება ასე და არა სხვაგვარად.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |