მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ღვთისმოშიშება
ღვთისმოშიშება26-04-2019, 00:02 |
გეშინოდეს ღმერთის, ოღონდ არა - როგორც მტანჯველის, არამედ - გეშინოდეს მისი სიყვარულით.
წმიდა ათანასე დიდი
ვინ არის კაცი მოშიში ღვთისა? მას გზას უჩვენებს ამოსარჩევად. მისი სული კეთილად განისვენებს და მისი მოდგმა დაიმკვიდრებს ქვეყანას. საიდუმლო უფლისა - მოშიშთა მისთა, და თავის აღთქმას აუწყებს მათ.
ფსალმუნნი 24-26
ვისაც ყველაფერზე მეტად ღმერთის ეშინია, მას ამქვეყნად უკვე ვერაფერი შეაშინებს.
ფს. 117, 6
ზეციურ ფრინველებს შორის ყველაზე დიდი არწივია, მიწიერ მხეცთა შორის - ლომი, ადამიანთა შვილებს შორის - ღვთის მოშიშარი ადამიანი.
წმიდა ეფრემ ასური
თუ მხოლოდ ადამიანებისადმი შიშით იცხოვრებ, მაშინ ღმერთისგან დამდაბლებული იქნები, მაგრამ თუ ღვთისა შეგეშინდება, ადამიანებისაგანაც პატივცემული იქნები.
წმიდა იოანე ოქროპირი
ნეტარია და სამგზის ნეტარი ღმრთისმოშიში კაცი. ღმერთის ამ შიშისაგან იშვება ღმერთისადმი ნდობა და ადამიანს მთელი გულით სჯერა, რომ ვინაიდან სრულიად უძღვნა თავი ღმერთს, ღმერთიც მთლიანად ზრუნავს მასზე და საკვებისა და ჭერის გარდა, რომელზე ზრუნვისთვისაც თვითონ ღმერთი აღძრავს ადამიანს, სხვა საზრუნავი კაცს არ გააჩნია. ხოლო დაჰყვება რა ღმრთის ნებას, იგი მთელი სიწრფოებით ემორჩილება მას.
იოსებ ათონელი
ნუ განუდგები უფლის შიშს და ორგულობით ნუ მიეახლები მას.
სიბრძნე ზირაქისა, თ. 1-3
ნუ ეურთიერთობი იმათ, ვისაც არ უპყრიეს შიში უფლისა, იმიტომ, რომ ისინი არც რაიმეს იტყვიან და არც აკეთებენ უფლისათვის სასარგებლოს; არას იტყვიან არც ღირსებაზე, არც სიწმიდეზე. მათი სიტყვა მახეა სასიკვდინე, მათი რჩევა - ჯოჯოხეთის უფსკრულია, მათი ერთობა - სულიერად დაღუპვაა.
წმიდა მამა ეფრემ ასური
უფლის შიში მტკიცე იმედია, მისი შვილებით თავშესაფარს ჰპოვებენ.
იგავნი სოლომონისა, თ. 14-15
ციურ ფრინველთაგან ყველაზე დიდი და ძლიერი არწივია, ქვეყნიურ მხეცთაგან - ლომი, ხოლო ადამის ზეთაგან უდიდესი და უძლიერესია ღვთისმოშიში კაცი.
წმიდა ეფრემ ასური
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |