მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ქორწინება და ქალწულება

ქორწინება და ქალწულება


16-04-2019, 00:01

ქორწინება და ქალწულება

 

   კარგია ქალწულებრივი ცხოვრება; მაგრამ თუ იგი ამქვეყნიურსა და მიწიერს მიეცემა, მაშინ ქორწინებაზე უარესია.

 

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

 

   რამდენადაც ქალწულება ქორწინებაზე აღმატებულია, იმდენად შეურყვნელი ქორწინება აღმატებულია საეჭვო ქალწულებაზე.

 

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

 

   არცა მეძავთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათ-მავალთა სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ.

 

წმიდა ბარსანუფი დიდი

 

 

   გრძნობებისათვის თავისუფლების მიცემა გულის თავისუფლებასაც ნიშნავს.

 

წმიდა ისააკ ასური

 

 

   ერიდე ხორციელ ზრახვებს, რადგან იგი სხეულსაც ხრწნის და სულსაც აბინძურებს.

 

წმიდა ნილოს სინელი

 

 

   ვნებიანობა გვაიძულებს გავაკეთოთ ის, რის შესახებაც საუბარსაც კი ვერ ვბედავთ.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   ზომიერად მიიღე პური, საწყაულით სვი წყალი და სიძვის ვნება განგეშორება.

 

აბბა ევაგრესი

 

 

   ქორწინებაში თავშეკავება მხოლოდ და მხოლოდ ღვთისადმი სიყვარულის გამო - ეს მწვერვალია სრულყოფილებისა. როცა მეუღლეების თავშეკავების მიზეზია - არ იყოლიონ ბავშვები, ისინი კარგად იქცევიან; მაგრამ თუ აქვთ ურთიერთობა და არ ეწინააღმდეგებიან ბავშვების გაჩენას, ეს უფრო უკეთესია. ყოველ შემთხვევაში, ერთნი და მეორენიც სათანადოდ მოქმედებენ. უფრო მაღალი დონის მიღწევა დამოკიდებულია მეუღლეთა ორმხრივ სურვილზე და არავითარ შემთხვევაში ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე. ეს უკანასკნელი არის ცოდვა!

 

არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი

 

 

   ღმერთი ქალწულთ დიდის ნიჭს მისცემს და უნანელთა მეძავთა - დიდს სასჯელს. ქალწულთ ეს ნიჭი აქუსთ: პირველად ეს, რომ ღვთისა მიმართ სასურველი ძღვენი არის, ვითარცა დავით იტყვის: „მიერთვნენ მეუფესა ქალწულნი"; მეორედ ესე, ქრისტეს დედა ხმობილი არის, ვითარცა იტყვის ღვთისმეტყველი გრიგოლი: „დედანო! ქალწულ-იყვენით, რათა დედა იქმნეთ ქრისტესა". აწ მეძავთა და მემრუშეთა სასჯელი ვსთქუათ. მეძაობისათვის ნოეს ჯამში ქუეყანა წყლივ რღვნისაგან აღიხოცა, დიდ-დიდი ქალაქი სოდომი და გომორი ცეცხლით დაიწვნენ. ისრაელთ ისიძვეს და უფლის რისხვით სრვა მოუვლინდათ, ვითარცა იტყვის წინასწარმეტყველი დავით: „არა განრისხნა უფალი ერსა თვისსა ზედა". მტკიცე სახეობით აღმოჩნდა, რომ მეძავთ სატანჯველი მიეცემა.

 

წმიდა ანტონ ჭყონდიდელი

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება