მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ქება

ქება


8-08-2019, 00:01

ქება

 

   ამის მიმართ იყავი ყურადღებით და სხვებსაც უთხარი: „გაფრთხილდით, პირში არ შეაქოთ ერთმანეთი, რადგან ქება სრულყოფილთაც კი ვნებს, არა თუ თქვენ, ჯერ კიდევ უძლურთ".

   ერთ წმინდანს სამჯერ უთხრა სტუმარმა, რომ კარგად წნავდა თავის ხელსაქმეს. მესამედ წმინდანმა უპასუხა: „მას შემდეგ, რაც აქ მოხვედი, კაცო, ღმერთი განაგდე ჩემგან".

 

იოსებ ათონელი

 

 

   არავის ძალუძს შექების მოსმენა საკუთარი თავისათვის უვნებელად - წმიდათა გარდა. რამეთუ მხოლოდ წმიდანები განჭვრეტენ ადამიანებს და ესმით, თუ საიდან გამომდინარეობს ქების სიტყვები. ზოგჯერ ყველაზე მღვრიე წყალი მზეზე ისევე ელვარებს, როგორც გამჭვირვალე. ზოგჯერ ყინულის თხელი ფენის ქვეშ ბლანტი შლამი იმალება. ასევეა მათი სულებიც, ვინც გვაქებს. ამიტომაც წმიდანებს ქება რომ ესმით, აღიქვავენ მას ან როგორც უმეცრებას, ან კიდევ - როგორც აშკარა ტყუილს. ბევრად მეტი სული დაიღუპა ამქვეყნიური ქება-დიდებისაგან, ვიდრე - ლანძღვისა და სიძულვილისაგან.

 

წმიდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

 

 

   ვინც ქებას ეძებს, მას ვნება ეუფლება; ხოლო ვინც ტირის იმაზე, რომ მწუხარება დაატყდა თავს, მას განცხრომა უყვარს.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

   თუკი ქრისტეს მხარეზე ხართ, რასაც გულწრფელად გისურვებთ, მაშინ არა ამქვეყნიური დიდება ეძიეთ, არამედ ის, რომელიც ერთი ღმერთისგანაა. ნუ შეგშურდებათ მათი, ვინც ადამიანურ დიდებას იღებს. შეიცოდეთ ისინი. და როდესაც გაწბილდებიან, საკუთარი თავის შეებრალებათ და კვლავ გეტყვით თქვენ: შეიბრალეთ ისინი, რადგან თავიანთი სიბეცით მარადიული - დროებითის სანაცვლოდ გასცეს, ღვთიურია, ადამიანურის სანაცვლოდ, ჭეშმარიტი - სიცრუის სანაცვლოდ.

 

წმიდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

 

 

   თუ მკაცრად ადევნებ თვალს საკუთარ თავს, თავს ყველაზე უკანასკნელად ჩათვლი და მაშინ მაქებელნი ვერაფერს დაგვაკლებენ. ადამიანები მხოლოდ გარეგნულს ხედავენ, შინაგანს კი არ იცნობენ, იმათ გარდა, ვინც სულიერად ცხოვრობს.

 

ვალაამის მონასტრის სქემ-იღუმენი იოანე

 

 

   ნურც საკუთარი წარმატებების გამო დაიწყებ თავის ქებას და ნურც სასოს წარიკვეთ შენი შეცოდებების გულისთვის.

 

წმიდა ეფრემ ასური

 

 

   როცა ღვთის ნებით მრავალი შეგაქებს, შენთან დაკავშირებულ ღვთის განგებას არაფერი სატრაბახო შეურიო, რათა ცვლილების სედეგად კვლავ საწინააღმდეგო არ დაგეუფლოს.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

   საშიშია! და კიდევ რა? ქება უღიტინებს გულს, აცერებს და ასუსტებს მოშურნეობას. ეს იგივეა, გაქცეულს რომ ფეხი დაუდო.

 

წმიდა თეოფანე დაყუდებული

 

 

   შენს მიმართ თქმული ქების გაგონებისას გაიხსენე შენი ნაკლი.

 

მიტროპოლიტი ფილარეტ მოსკოველი

 

 

   ჩვენ მუდამ ველით, რომ სეგვაქებენ და კეთილად მოგვიხსენიებენ, და როდესაც ეს ჩვენი მოლოდინი არ მართღლდება, ვღიზიანდებით, გვწყინს, სიმშვიდე გვეკარგება, თავის ამაღლების წყურვილით აღვსილნი შურით შევსცქერით სხვა ადამიანების ღირსებებსა და სრულყოფილებას! შეგვინდე, უფალო!

 

არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი

 

 

   ჭამონ დავრდომილთა და განძღენ და აქებდენ უფალსა, მომცემელთა ყოველთა კეთილთასა, და ნუგეშინისმცემელსა ყოველთა მოშიშთა და მადიდებელთა მისთასა.

 

წმიდა დავით გარეჯელი

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება