მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ფერისცვალება - წმ. მამათა საგანძურიდან

ფერისცვალება - წმ. მამათა საგანძურიდან


18-08-2023, 16:26

 

   უფლის ფერისცვალების ნათელი არც იბადება, არც ქრება და არც გრძნობის უნარს ექვემდებარება... უფლის მოწაფეებმაც სულიერი ძალისხმევით გრძნობები შეიცვალეს გადალახეს ხორცისა და სულის სამანი და ამგვარად იხილეს, თუ რაოდენი სიკეთე უყო მათ ღვთაებრივი სულის ძალამ - ამ ენით აღუწერელმა ნათელმა.

 

წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

 

 

   ჩვენი უფლის ფერისცვალება თაბორის მთაზე მერვე დღის საიდუმლოა, ესე იგი მომავალი საუკუნისა, რომელიც მხოლოდ ექვს დღეში აშენებული სამყაროს დაღუპვის შემდეგ აღმოცენდება და აღმობრწყინდება.

 

წმიდა გრიგოლ პალამა

 

 

   ჩვენც უფლის მოწაფეთა მსგავსად უნდა ვცადოთ ამ ღვთაებრივი ნათელით გასხივოსნება, ვესწრაფოთ იმას, რომ ავაგიზგიზოთ ჩვენს გულებში სიყვარული და განვაძლიეროთ ლტოლვა უხრწნელი დიდებისა და სიმშვენიერისაკენ; სულიერი თვალი ქვენა, მიწიერი ზრახვებისაგან განვიწმინდოთ, დავუტევოთ ფუჭი, წუთიერი სიამენი, რომელნიც ჩირქსა გვცხებენ და სულს გეჰენიის წყვდიადისაკენ მიაქანებენ...

 

წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება