მთავარი > პაპიზმი > იქნებ რომის პაპები ნამდვილად უცდომელები იყვნენ?
იქნებ რომის პაპები ნამდვილად უცდომელები იყვნენ?29-11-2012, 12:29 |
რომაულ - კათოლიკური ეპისკოპოსის ი.კ. შსტროსმაიერის მიერ ვა-ტიკანის პირველ კრებაზე, რომელზეც დაადგინეს პაპის უცდომე-ლობის დოგმატი, წარმოთქმული სიტყვა: „თუ ჩვენ პიუს მეცხრეს უცოდველად ვაღიარებთ, მაშინ ვალდე-ბულნი ვართ ყველა მისი წინამორბედნიც ასევე უცოდველებათ ვაღიაროთ. კეთილი! მაგრამ აქ, პატივცემული ძმებო, ისტორია თავის ავტორიტეტულ ხმას იმაღლებს იმაზე, რომ ზოგიერთი პაპი სცო-დავდა... პაპი ვიქტორი (192) თავიდან მონტანიზმს აღიარებდა, (მე-2 საუკ. ერესი), ხოლო შემდგომში უარყო იგი. მარცელინი (296-303) კერპთაყვანისმცემელი იყო, ის შევიდა ვესტას ტაძარში და ღვთაებას მსხვერპლი შესწირა. თქვენ იტყვით, რომ ეს მისი სისუსტის გამო-მხატველია, მე კი გიპასუხებთ: ქრისტეს ნაცვალი მოკვდებოდა, მაგრამ განდგომილი არ გახდებოდა. ლიბერიუსი (358) ათანასეს დადა-ნაშაულებაზე დათანხმდა და არიანელობის მიღება იმისთვის გად-აწყვიტა, რომ გადასახლებიდან დაებრუნებიდათ და კათედრაზე აღედგინათ. მამა გრატრიმ საფუძვლიანად დაასაბუთა, რომ გონო-რიუსი (625) მონოთელიზმს იზიარებდა. გრიგორი პირველი (578-590) ანტიქრისტეს უწოდებს მას, ვინც სამყაროს ეპისკოპოსის ტიტულს მიითვისებს. მიუხედავად ამისა ბონიფაციუს მესამემ (607-608) მამის მკვლელი იმპერატორი ფოკა აიძულა მისთვის აღნიშნული ტიტული მიეცა. პასქალიუს მეორე (1088-1099) და ევგენი მესამე (1145) დუელის ნებას იძლეოდნენ. პიუს მეოთხე (1560) და იულიუს მეორე კი - კრძალავდნენ. ევგენი მეოთხე (1431-1439) ბაზელის კრებას ცნობდა და ბოგემის ეკლესიაში წმ. ბარძიმის გამოყენებას აღიარებდა. პიუს მეორემ ეს პრივილეგია მოსპო. ადრიანე მეორემ (867-872) სამოქალაქო ქორწინება ძალმოსილად გამოაცხადა. პიუს მეშვიდემ (1800-1823) ის დაგმო. სიქსტ მეხუთემ (1585-1590) ბიბლიის გამოცემა გამოაქვეყნა და ცნობილი ბულით მისი კითხვა დააკანონა. პიუს მეშვიდემ კი დაგმო. კლიმენტი მეთოთხმეტემ (1769-1774) პავლე მესამეს მიერ ნებადარ-თული იეზუიტების ორდენი გაანადგურა, პიუს მეშვიდემ კი ის აღ-ადგინა. ამრიგად, თუკი თქვენ დღევანდელ პაპს უცოდველად აცხადებთ, მა-შინ თქვენ უნდა დაამტკიცოთ შეუძლებელი, ანუ ისე, რომ პაპები ერთმანეთს არასოდეს ეწინააღმდეგებოდნენ. ან განაცხადოთ, რომ სულიწმიდის გამოცხადებით, რომელიც თქუენ გქონდათ, პაპის უც-ოდველობა იწყება მხოლოდ 1870 წლიდან. გაბედავთ, თქვენ, ამის გაკეთებას? პაპმა ვიგილიუსმა (538) პაპობა იმპერატორ იუსტინიანეს მხედართ-მთავრისგან იყიდა. მართალია, მან თავისი პირობა დაარღვია და არაფერი გადაიხადა, მაგრამ ეთანხმება თუ არა მოციქულთა დად-გენილებებს ტიარის (რომის პაპის გვირგვინი) ყიდვა? ქალკედონის კრებამ ეს აკრძალა. ერთ-ერთ დადგენილებაში ჩვენ ვკითხულობთ: „სასულიერო ხარისხის ფულით მიმღებ ეპისკოპოსს ხარისხი ჩამო-ერთვას და განყენებულ იქნას". პაპმა ევგენიუს მესამემ (1145) ვი-ლიგიუსს მიბაძა. ღრმადპატივცემულო ძმებო! იქნება, სულიწმიდით შეგონებული ის პაპი, რომელიც ვაჭრობს ტაძრის კარებთან? შეძლებს ის, ეკლესიის უშეცდომოდ დამოძღვრას? თქვენ კარგად მოგეხსენებათ ფორმოზის ისტორია. პაპმა სტეფანემ ბრძანა მისი გვამის ამოთხრა, პაპის შესამოსელით შემოსვა, საკუ-რთხებლად გადასაწყობი თითების მოკვეთა, და შემდეგ, როგორც ფიცის გამტეხი და უკანონო, მდინარე ტიბროსში ჩააგდო. შემდგომში სტეფანე დააპატიმრეს, მოწამლეს და გაგუდეს. სტეფანეს მემკვიდრემ რომანმა და მას სემდეგ იოანე მეათემ ფორმოზის ხსოვნა აღადგინეს. იოანე მეთერთმეტეს (936) შესახებ, რომელიც პაპ სერგის და მარო-ციას კანონიერი შვილი იყო, რომის კარდინალმა ბარანიამ თავის ჟამთა აღწერაში შემდეგი სიტყვები ჩაწერა: რომის წმინდა ეკლესია ასეთი ურჩხულით უხეშად დაზიანდა. იოანე მეთორმეტე (955), რომელიც თვრამეტი წლის ასაკში აირჩიეს პაპად, არაფრით იყო თავის წინამორბედზე უკეთესი. მე, ღრმად პატივცემულო ძმებო, თქვენი სმენის ასეთი საზიზღრობებით შებილწვის მრცხვენია. აღარაფერს ვამბობ ალექსანდრე მეექვსეზე, ლუკრაციას მამისა და საყვარელზე, იოანე ოცდამეორეზე (1316), რომელიც სულის უკვდავებას უარყოფდა და კონსტანცის კრებაზე გადაყენებულ იქნა. ეკლესიას რომ მღელვარებებითა და განხეთქილებებით შეურაცხყო-ფდნენ, აღარაფერს ვამბობ. იმ უბედურ დღეებში რომის ტახტი ხან ორ, ხან კიდევ სამ მოწინააღმდეგეს ეპყრა. რომელი მათგანი იყო ჭე-შმარიტი პაპი? კიდევ ვიმეორებ, თუ თქვენ ახლანდელი რომის მთა-ვარეპისკოპოსის უცდომელობას დაადგენთ, მაშინ ყველა მისი წი-ნამორბედის უცოდველობაც უნდა აღიაროთ. მაგრამ შეგიძლიათ ამის გაკეთება, როცა ისტორია ნათლად ადასტურებს, რომ პაპები თავიანთ სწავლებებში ცდებოდნენ? შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ ანგარებ-ისმოყვარე, სისხლის აღმრევი, მკვლელი, სიწმიდეთა მყიდველი პა-პები იესო ქრისტეს ნაცვლები იყვნენ? მონსინიორებო! ჭეშმარიტი მორწმუნეები მზერას ჩვენსკენ მოაპყრო-ბენ და ჩვენგან ექიმობას მოელიან იმ ურიცხვი ცოდვებისგან გა-ნსაკურნებლად, რომლებიც შეურაცხყოფს ეკლესიას. ნუთუ თქვენ, გააწბილებთ მათ იმედებს? წმინდა სიმამაცით აღვიჭურვოთ, ძლიერი და კეთილშობილური ძალისხმევა გამოვიჩინოთ - მოციქულთა სწავლებას დავუბრუნდეთ, რამეთუ მის გარეშე მხოლოდ დაბნეუ-ლობა, სიბნელე და ცრუ გადმოცემები შემოგვრჩა. გამოვიყენოთ ჩვენი გონისმიერი ძალები...
წიგნიდან „Папство и его борьба с Православием" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |