მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ურწმუნოება (ღვთის გმობა)

ურწმუნოება (ღვთის გმობა)


10-04-2019, 22:52

ურწმუნოება (ღვთის გმობა)

 

   ადამიანის მიმართ სიძულვილით გამსჭვალული კაცი მკვლელობას ჩაიფიქრებს. რამდენადაც ღვთის მოკვლა შეუძლებელია, მისდამი სიძულვილით  დაბრმავებული ადამიანი მკვლელობის მაგივრად იმასღა მოიფიქრებს, რომ თავს მის თანასწორად თვლის - უარყოფს ღმერთს, რაც ფაქტიურად, თვითმკვლელობის ტოლფასია.

 

წმიდა ნიკოლოზ სერბი

 

 

   არა მხოლოდ ქვეყნის აღსასრულის წინ აღაღებს პირს ეშმაკი ღმერთის წინააღმდეგ, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს (7, 25), არამედ ამჟამადაც აღასრულებს ამას ჩვენი გულისთქმების მეშვეობით. ზოგჯერ თვით ზეცას და ზეციურ მეუფეს, მის ქმნილებებს და წმიდა საიდუმლოთი ვგმობთ და შეურაცხვყოფთ.

 

მამა იოანე კართაგენელი

 

 

   თავისებური სახის სიგიჟე, უცილობლად აზიანებს ღმერთისგან განდგომილებს. რადგანაც არ შეიძლება, ღმერთისგან განდგომილი ადამიანი წყვდიადში არ აღმოჩნდეს. შეუძლებელია, განუდგე უფალს და არ გაგიჟდე.

 

წმიდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

 

 

   თუკი ვინმე უარყოფს ღმერთს, ლანძღავს მას ფიქრებში და მის წინააღმდეგ ლაპარაკობს, ღმერთი ტოვებს იმ ადამიანს. მსგავსად იმ ადამიანისა, სახლის ფანჯრებიდან სინათლის შესვლას რომ აბრკოლებს.

 

წმიდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

 

 

   იგი, ვინც განუდგა ამ ქვეყანაზე მარადიული სიცოცხლის მომნიჭებელს, იმქვეყნადაც განკვეთილი იქნება მისგან. ვერც აქ და ვერც იქ ვერ იცნობს ის ყველა არსების დიდებულ შემოქმედს. ხოლო იყო განშორებული მასთან - ეს გაცილებით უარესია, ვიდრე - არ არსებობდე საერთოდ.

 

წმიდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

 

 

   უიმედობა - მზითევია, რომელსაც ურწმუნოები იღებენ სიკვდილთან ქორწინებისას.

 

წმიდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

 

 

   ურწმუნო არის პირმეტყველი და მოკვდავი ქმნილება, რომელიც ნებით გაურბის საკუთარ ცხონებას და თავის დამბადებელს, რომელიც მარადიულია, არარსებული ჰგონია.

 

ღირსი იოანე სინელი

 

 

   ურწმუნოება ახალს ვერაფერს შეძენს და ვერც აღუდგინებს კაცობრიობას, ხოლო დასაბამითგან სოფლისა, რაც კაცობრიობის სიბრძნეს აღუშენებია იმასაც დაარღვევს.

 

წმიდა ალექსი ბერი

 

 

   ურწმუნოება კი შობს უიმედობას, უიმედობა უნუგეშობას სასოწარკვეთილებას და სასოწარკვეთილება სულიერად სიკვდილს, რის შემდეგ ადამიანს ჭირსა და უბედურებასა შინა თავის სიკვდილის მეტი სახსარი არა დარჩენია რა.

 

წმიდა ალექსი ბერი

 

 

   ურწმუნო კაცი მსგავსია უსაჭო ხომალდისა, რომელიც ზღვის ღელვას იქით-აქეთ მიმოაქვს. ღუზა საჭიროა ხომალდისათვის ქარიშხლის დროს: სარწმუნოება საჭიროა კაცისათვის გაჭირვების დროს.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   ურჯულო იგია, ვინც ღვთის რჯულს უკეთურებით და საწინააღმდეგო წვალებით აღასრულებს და ჰგონია, რომ ღმერთი სწამს.

 

ღირსი იოანე სინელი

 

 

   უღმერთოების მქადაგებელო! რას ასენებ საზოგადო საბედნიერო ერთობაში და რით ეწევი გაჭირვებულ ადამიანობას? არაფერს, თვინიერ იმისა, რომ უბედურების უფსკრულში ყრი ადამიანობას, ქადაგებ იმას, რაც არ იცი და ამტკიცებს იმას, რის დამტკიცებაც შეუძლებელია.

   უღმერთოების ქადაგება მეცნიერება როდია, არამედ მეტიჩრობით ამაყობაა და გადაჭარბებულ სიბრძნის დაჩემებით ცარიელი სიტყვების რახარუხია.

 

წმიდა ალექსი ბერი

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება