მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > უარყოფა თავისა
უარყოფა თავისა15-08-2019, 00:01 |
ვინ სძლია ხორცს; მან, ვინც გული შეიმუსრა... და ვინ შეიმუსრა გული? მან, ვინც უარყო საკუთარი თავი. რადგან როგორ არ ექნება გულის შემუსვრილება მას, ვინც თავისი ნება მოაკვდინა.
ღირსი იოანე სინელი
მათ, რომელთაც მისი მოწაფეობა სურთ, მაცხოვარი სამ პირობას უყენებს: თავისი თავის უარყოფა, საკუთარი ჯვარის აღება და მისი შედგომა. სოფლის მოყვარეს ეწყინება კიდეც, როცა პირველ პირობას მოისმენს, მაგრამ ვისაც ქრისტეს მიმდევრობა სურს, იგი აუცილებლად უნდა შეასრულოს. ამ პირობის შესრულების გარეშე, თუნდაც ამქვეყნიური, არცერთი კეთილი და სასარგებლო საქმე არ აღესრულება.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
როცა მაცხოვარი ჩვენგან მოითხოვს უარვყოთ ჩვენი თავი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ბუნების მეორე მხარე - ცოდვა და მისკენ მიდრეკილება უნდა დავთმოთ. ვისაც ამ დიდი მცნებების აღსრულება სურს, უნდა ახსოვდეს, რა ძნელია ეს საქმე, რადგან თავის თავს, თავის ცუდ ჩვეულებებსა და მიდრეკილებებს ყოველ წამს უნდა ებრძოდეს. წმინდანები, რომელნიც სიყრმიდანვე შეუდგნენ უფალს, სიკვდილამდე ამ ბრძოლაში იყვნენ. მეორე: კაცი უნდა ებრძოდეს სოფელს, სადაც იგი მრავალ ცოდვას და ცუდ მაგალითებს ხედავს. სოფელი მას ამ ცოდვებისკენ ეზიდება. სოფელთან ბრძოლა რომ ძნელია, ესეც წმინდანებმა დაგვიმტკიცეს; სწორედ ამიტომ ტოვებდნენ ისინი მას და სამოღვაწეოდ უდაბნოში მიდიოდნენ.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
ყველა, ვინც ღმრთის მცნებებს აღასრულებს, უარყოფს თავის თავს, თავის ჯვარს იღებს და უფალს შეუდგება.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |