მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > უკვდავება

უკვდავება


20-06-2019, 00:01

უკვდავება

 

   ადამიანის არსების ძირითადი თვისება მარადისობა - უკვდავებაა. ამ თვისების გამოძახილია მისი მარად წინსვლისკენ ლტოლვა. ვინმე ადამიანი მიწევნილია იმ გულსავსების საზომზე, რომ კიდევ არ ნდომოდეს უმჯობესობა და წინ ხედვა უფრო უკეთესობისა გაუქმებულ იყოს მის შორის და ერთ წერტილზე ბედნიერების განსასვენებელში სუფევით დამყარებულ იყოს? ყველა დამეთანხმება, რომ არ იქნება ისეთი კაცი ქვეყანაზე, არც მეუფებით, არც სიმდიდრით, რომელსაც კიდევ რაღაც უმჯობესისკენ, წინსვლისკენ ხედვა არ ქონდეს. ადამიანმა რამდენიც უნდა დიდების ხარისხთა კიბეები აღვიდეს, რაც უნდა საქვეყნო პატივ-დიდება შეიძინოს, მაინც კიდევ აქვს სურვილი წარმატებისკენ. ხედავს რომ რაღაც აკლია მას და სრული კმაყოფილების დროშა ჯერ კიდევ ვერ აღუმართავს, ეძებს და მიილტვის სადღაც უმაღლესისკენ. ეს აღუვსებელი ნდობის უფსკრული, დაუშრეტელი წყურვილი წარმატებულებისა და მილტოლვა განდიდებისადმი არ ეკუთვნის მარტო ხორციელ ანგარების ანგარიშს, არამედ ეს ბრწყინვალე ნაპერწკალია დაუსრულებელ ღვთის ხატება ადამიანის უკვდავად სისრულისადმი მისწრაფებისა.

 

წმიდა ალექსი ბერი

 

 

   დაკვირვება ცხადყოფს, რომ რწმენა სულის უკვდავებისა და რწმენა ღვთისა შინაგანად ყოველთვის იმდენად განუყოფელნი არიან, რომ პირველი მათგანის სიმძაფრეს მეორის ხარისხი განაპირობებს. რომელ ადამიანშიც მეტად ცოცხლობს ღვთისადმი რწმენა, მას მით უფრო მყარად და შეუორგულებლად სჯერა სულის უკვდავებისა და პირიქით, რაც უფრო სუსტია და უსიცოცხლო რწმენა ღვთისა, მით უფრო მეტი ორჭოფობითა და ყოყმანით მიეახლება ადამიანის სულის უკვდავების ჭეშმარიტებას. ხოლო ვინც საერთოდ დაკარგა ან თავისთავში ჩაახშო ღვთისადმი რწმენა, მას მით უფრო მყარად და შეუორგულებლად სჯერა სულის უკვდავებისა. და პირიქით, რაც უფრო სუსტია და უსიცოცხლო რწმენა ღვთისა, მით უფრო მეტი ორჭოფობითა და ყოყმანით მიეახლება ადამიანი სულის უკვდავებისა და საიქიო ცხოვრებისა. ეს გასაგებიცაა: რწმენის ძალას ადამიანი თავად სიცოცხლის წყაროსგან - ღმერთისგან იღებს. ამ ცხოველმყოფელი ძალის ნაკადთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ ადამიანის აღვსებას რწმენის ძალით უკვე ვეღარ შეძლებს ნებისმიერი გონივრული დასაბუთება თუ მტკიცება.

 

პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი

 

 

   უკვდავი სიცოცხლე - ეს არსებითი მოთხოვნილებაა ადამიანის ბუნებისა. იგი შუქსა ფენს მომაკვდავ ხორცის საყდარშიაც ადამიანს, მასში აქვს ძირი მის მისწრაფებას სანატრელ ნეტარებით სავსეს სუფევისკენ. მას ესასოება, მას ეთაყვანება და ეს არის მისი სულის დაუსრულებელი წინსვლის იდეა.

 

წმიდა ალექსი ბერი

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება