მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > სიხარული
სიხარული25-06-2019, 22:46 |
გიხაროდენ და კვალად გეტყვი, გიხაროდენ.
წმიდა მოციქული პავლე
ენით გამოუთქმელია ის სიხარული, ნეტარება და ნუგეში, რომელსაც წმინდა ადამიანები ხშირად განიცდიდნენ (I, 287-288); ჭეშმარიტად ქრისტიან კაცს გულში ყოველთვის წმინდა და წრფელი სიხარული აქვს, ხოლო სოფლის მოყვარე, ცოდვას მოურიდებელი კაცის სიხარული ყოველთვის ყალბი, ხელოვნური და ნაძალადევია.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
მაშასადამე, სიხარული ნაყოფია სულიწმიდისა. ადამიანი სხვაგვარად ვერ მოიწვევს სულიწმიდის მადლს, თუ არა მხოლოდ თბილი, გულწრფელი და მდაბალი ლოცვით. როდესაც ვლოცულობთ, ნუგეშინისმცემელი სულიწმიდა ჩვენთანა არს თვისითა მადლითა.
დეკანოზი ვალენტინ ამფითეატროვი
ნუ მოიწყენთ, არამედ იჩქარეთ უფალს მიმართოთ ლოცვით, და უფალიც დაგიბრუნებთ დაკარგულ სიხარულს. ლოცვით ყველაფერი, ყველაფერი შეიძლება გამოსთხოვო ღმერთს, ოღონდ სათხოვარი იყოს კეთილი და, ამავე დროს, შევვედროთ როგორც ჯერ-არს.
წმინდა დიმიტრი როსტოველი
რამდენადაც ამ სოფელში გვიწევს ცხოვრება, იაკობ მოციქულის თქმით, „ფრიად ვსცთებით" (იაკობ. 3, 2) და ყოველთვის არ ძალგვიძს სულში სიხარულის შენარჩუნება, მაგრამ გულმოწყალე უფალმა სულიერი სიხარულის შესანარჩუნებლად ახალი საშუალება გვიბოძა. ესაა მისადმი ლოცვა. „ითხოვდით - და მოგეცეს თქვენ, ირეკდით - და განგეღოთ თქვენ", - ამბობს ქრისტე მაცხოვარი.
დეკანოზი ვალენტინ ამფითეატროვი
სიხარული, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა კურთხევასავით ღებულობს, რაღაცა ნივთიერს, არის ადამიანური სიხარული, მაშინ როცა სიხარული, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა გასცემს, არის ღვთაებრივი სიხარული. ის მხოლოდ მაშინ მოდის როცა გასცემენ.
ბერი პაისი
სულში სიხარულის შენარჩუნებას ცხოვრებისეული ღვაწლის სწორად წარმართვა შეეწევა. წესრიგი - აი, ჩვენს ზნეობრივ ღირებულებათა საფუძველი. ადამიანი დღემუდამ უნდა ეკითხებოდეს თავის სინდისს: ცხოვრებისათვის ბოძებულ დროჟამს უსაქმურობაში, თავშეუკავებლობაში, გაფანტულობაში, სიზარმაცესა და სხვა მანკიერებებში ხომ არ კარგავს?
დეკანოზი ვალენტინ ამფითეატროვი
ქრისტიანმა რომ გულში სიხარული დაიმკვიდრო, აუცილებელია ზრუნვა შეუბღალავი სინდისის შესანარჩუნებლად. თითოეულ ჩვენთაგანს, შეუძლია საკუთარი გამოცდილებიდან იმსჯელოს, თუ რაგვარ სიხარულს ბადებს სულში სუფთა სინდისი. შეხედეთ სათნო ადამიანის სახეს. მის გამომეტყველებაში შეიგრძნობთ აუმღვრეველ (უღრუბლო), უფრო ხშირად კი - უწყინარსა და სერიოზულ მდუმარე სიმშვიდეს. არც მწუხარებებს, არც ბოროტგანზრახულობებს, თვით უბედურებებსაც კი არ ძალუძს სუფთა სინდისის ადამიანისათვის სულის სიმშვიდის წართმევა.
დეკანოზი ვალენტინ ამფითეატროვი
ქრისტიანს ყოველთვის უნდა უხაროდეს. მართლა ჭეშმარიტი, წმიდა, ბუნებითი სიხარული მხოლოდ იმ კაცის სულშია, ვინც ჭეშმარიტი ქრისტიანია. ჭეშმარიტი, წმინდა და განმაცხოველებელი სიხარული შრომისა და მოღვაწეობის ნაყოფია, ხოლო სიხარული ცოდვის მოყვარისა ყალბია და წუთიერი.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
შეუძლებელია უხაროდეთ იმ ადამიანებს, რომელნიც არ ლოცულობენ. „მათი სიცილი ტირილზე საშინელია; მათი სიცილი - ან უგუნურებაა, ანდა - უზრუნველობა".
წმიდა იოანე კიბისაღმწერელი
ჭეშმარიტი სიხარული ღმერთისაგან მომდინარეობს და მხოლოდ იმას მოენიჭება, ვინც განუწყვეტლივ აიძულებს თავს, უარყოფდეს საკუთარ ნებას და ყოველივეში მხოლოდ ღმერთის ნებას ასრულებდეს.
წმიდა ანტონი დიდი
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |