მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, უბიწოება, მთავარი გვედის ფოტო > სიწმინდე

სიწმინდე


27-06-2019, 00:01

სიწმინდე

 

   ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც მიუღწეველს არ წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცია, ის მიიღებს კურთხევას უფლისაგან და წყალობას თავისი მსხნელი ღმერთისაგან.


ფსალმუნნი 21-24



   თუ სიწმინდის ნიშანი არის ის, რომ სიზმარშიც კი აღარ ემუქრება აღძვრა ხორცისა, მაშინ ცხადია, სიძვის უკიდურესი საზღვარი არის იქ, სადაც აშკარად მხოლოდ ერთი აზრის გაელვებით დავეცემით.


ღირსი იოანე სინელი



   ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს; ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ.

   ითხოვდეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ.


სახარება მათესი, თ. 6-7



   სიწმინდით დაცულნი ოჯახნი ეკლესია არს ღვთისა, სადაცა შვილნი ანგელოზებად იზრდებიან და ვიდრე ქორწინებამდე არ შეიგინებიან.

   ნეტარ არს ის ოჯახი, სადაც მეუღლენი გარდა მათისა არ ხედვენ სხვისადმი შეგინებას და შვილნი მათნი ქორწინებამდი გიან უბიწოდ. ჭეშმარიტად ესრეთი ოჯახი და მეუღლეობა ყოვლად კურთხეულ იქმნება ღვთისა მიერ და შვილნი მათნი იქმნებიან ნეტარეულ ორთავ სოფელში.


წმიდა ალექსი ბერი



   სიწმინდე პირველ უცოდველ საუკუნეში იყო ყოველთათვის სჯულად დადებული, ხოლო შემდგომ შეცოდებისა თავისუფლობით ითხოვების სჯული ესე, რამეთუ ქვეყნის საზოგადო სჯულად განმრავლება წარმოებს, ხოლო ესე აღრჩევით სჯულისა უმაღლესობა არს. ვითარცა იტყვის მაცხოვარი უქორწინებლობისათვის: „არა ყოველთა დაიტიონ სიტყვა ესე, არამედ რომელთა ძალუძსთ, დაიტიონ".


წმიდა ალექსი ბერი



   როგორც შვილნი მორჩილებისა, ნუ მიეცემით თქვენს უწინდელ, უმეცრების დროინდელ ვნებებს, არამედ როგორც წმიდაა თქვენი მხმობელი, თქვენც წმიდანი იყავით ყველა თქვენი მოქმედებისას.

   ვინაიდან დაწერილია: წმიდანი იყავით, რადგან მე წმიდა ვარ.


კათოლიკე ეპისტოლენი პირველი პეტრესი, თ. 1-2



   სიწმინდე უსხეულო ბუნების გათავისებაა.

   სიწმინდე ქრისტეს სანატრელი სახლი და გულის მიწიერი ზეცაა.

   სიწმინდე ბუნების ზებუნებრივი უარყოფაა და ხრწნადი სხეულის ჭეშმარიტად დიდებული მოშურნეობა უსხეულო სულთა მიმართ.


ღირსი იოანე სინელი



   სიწმინდე ქვეყნის ბუნების კანონთაგანი არ არის, არამედ ზესთა არის ხილულის ბუნებისა, ამისთვის სიწმინდე უმაღლესია ცისა და ქვეყნისა და არის იგი უნივთო და უხორცო ნათელი, გვამსა ამას შინა შემოსრული.


წმიდა ალექსი ბერი



   სიწმინდის დასაწყისში ხდება, რომ აზრი სიძვის ვნებას ვერ ეწყობა და ოცნებების გარეშე ძილში ეცემა კაცი, შუაგული სიწმინდისა არის, როცა დანაყრება იწვევს ბუნებრივ აღძვრას, მაგრამ - ოცნების გარეშე; სიწმინდის მწვერვალი არის მოკვდინება ხორცისა (ხორცის აღძვრის), რომელიც არაწმიდა აზრების დაძლევით მიიღწევა.


ღირსი იოანე სინელი



   წმიდაა იგი, ვინც სიყვარულს (ხორციელს) სიყვარულით (ღვთაებრივით) ამარცხებს და ხორციელ ცეცხლს უნივთო ცეცხლით დაშრეტს.


ღირსი იოანე სინელი



Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება